ნუკლეუსი (მეფუტკრეობა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუკლეუსი მეფუტკრეობაში, ფურტკრის მინიატიურული ოჯახი, რომელსაც იყენებენ განაყოფიერებული დედა ფიტკრების მისაღებად და სათადარიგოდ. ამ მიზნით 12-ჩარჩოიან სტანდარტულ სკას 3-4 განყოფილებად ყრუდ გადატიხრავენ. თითოეულში ძლიერი ოჯახიდან გადააქვთ 2 ან 3 ფიჭიანი ჩარჩო თავისი თაფლით, ჭეოთი, ბარტყით, ახალგაზრდა ფუტკრით და მასში სვამენ გაუნაყოფიერებელ დედა ფუტკარს. განაყოფიერების შემდეგ ის ამოჰყავთ და საჭიროებისამებრ იყენებენ, ხოლო მის ნაცვლად ნუკლეუსში კვლავ გაუნაყოფიერებელ დედა ფუტკარს სვამენ, ან მწიფე სადედე გადააქვთ. ფუტკრის სანაშენე მეურნეობაში განაყოფიერებული დედა ფუტკრის დიდი რაოდენობით მისაღებად იყენებენ მცირეგაბარატიან ნუკლეუსებს, რომლის თითოეული განყოფილებიდან სეზონზე 3-5 განაყოფიერებული დედა ფუტკარი უნდა მიიღონ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ხიდეშელი ა., ქსე, ტ. 7, გვ. 485, თბ., 1984