ნუგზარ სხირელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუგზარ სხირელი (დ. 13 ნოემბერი, 1945, თბილისი — გ. 24 იანვარი, 2021) — ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მწვრთნელი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი.[1] გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი.[2]

იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1992, 1994-იდან) და საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი (1983-იდან).[1] მისი აღზრდილები არიან: დავით პოღოსიანი, ვლადიმერ მოდოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი, ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვ.[1][2]

გარდაიცვალა 2021 წლის 24 იანვარს, 75 წლის ასაკში; ჩაუტარდა გულის ოპერაცია, რასაც მოჰყვა გართულება და 2-თვიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.[3]

2018 წლის ივნისში ლადო ხინჩეგაშვილის თაოსნობით გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის წინ ნუგზარ სხირელის ბიუსტი დაიდგა.[4] იგი სკოლას დაარსებიდან ხელმძღვანელობდა; დღეს სკოლა ნუგზარ სხირელის სახელს ატარებს.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ბერიშვილი ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 332.
  2. 2.0 2.1 ბალახაძე, ვასილ (24 იანვარი, 2021). „დიდი ეპოქის დასასრული — გარდაიცვალა ნუგზარ სხირელი“. lelo.ge. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა“. qartli.ge. 24 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „Олимпийский чемпион установил памятник своему тренеру“. wrestdag.ru. Новости в мире, Официальный сайт Дагестанской борьбы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-02. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. „ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლას ლადო ხინჩეგაშვილი უხელმძღვანელებს“. qartli.ge. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)