ნიკოლ შერზინგერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლ შერზინგერი
ნიკოლ შერზინგერი
ნიკოლ შერზინგერი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნიკოლ პრესკოვია ელიკოლანი ვალიენტე შერზინგერი
მეტსახელი ნიკოლ კი
დაბ. თარიღი 29 ივნისი, 1978
წარმოშობა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ, ჰავაი, ჰონოლულუ
ჟანრ(ებ)ი პოპი, საცეკვაო მუსიკა, რიტმ ენდ ბლიუზი
საქმიანობა მომღერალი-სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი
აქტიური 2001 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი A&M Records
Interscope Records(2004 - დღემდე)
Polydor Records(2001-2002)
ასოციაციები Eden's Crush, Pussycat Dolls
საიტი ოფიციალური საიტი

ნიკოლ პრესკოვია ელიკოლანი ვალიენტე შერზინგერი (ასევე ნიკოლ კი) (ინგლ. Nicole Prescovia Elikolani Valiente Scherzinger) (დ. 29 ივნისი, 1978) — ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და მსახიობი, ფართო მასებში უფრო ცნობილი, როგორც Pussycat Dolls-ის წამყვანი ვოკალისტი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

შერზინგერი ჰავაიზე დაიბადა, ფილიპინელი მამის და ჰავაელ/რუსი დედის ოჯახში. მისი დედა, როზმარი, მამამისს დაშორდა და ლუიზვილში, კენტუკი გადავიდა, ნიკოლის მამინაცვალთან გერი შერზინგერთან საცხოვრებლად, მის და კე'ალასთან ერთად. ნიკოლი თავის აღზრდას ახასიათებს როგორც "კონსერვატიულ კათოლიკურად". განათლება მეიზიკის საშუალო სკოლაში მიიღო. შემდეგ მან შემსრულებლური ცხოვრება დაიწყო ლუიზვილში, სადაც გაკვეთილებს იღებდა ახალგაზრდა შემსრულებელთა ხელოვნების სკოლაში duPont Manual High School-ასთან და ამავე დროს გამოდიოდა ლუიზვილის მსახიობთა თეატრში. შერზინგერს თეატრალურ გამოსვლებში წამყვანი ადგილი რაითის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ეჭირა, მაგრამ მან 1999 წელს სწავლას თავი დაანება და რპკ-ჯგუფ Days of the New-ში ბეკვოკალს ასრულებდა.

ჩანაწერული კარიერა[რედაქტირება]

1999-2001[რედაქტირება]

შერზინგერი Days of the New-ის მეორე ალბომზე გამოჩნდა, რომელიც 1999 წელს დარელიზდა. მან ასევე ორი ტრეკი ჩაწერა ბარი დრეიკის FOB-თან, რომლებიც 2001-ში გამოვიდა.

Eden's Crush[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Eden's Crush.

2001 წელს, შერზინგერი მონაწილეობას იღებდა The WB-ს სატელევიზიო შოუს Popstars-ის საპრემიერო სეზონში, რითაც ადგილი მოიპოვა გოგონათა პოპ-ჯგუფში Eden's Crush. ჯგუფის 2001 წლის სინგლი, "Get Over Yourself", პიკის დროს გაყიდვებით #1 ადგილზე იყო და ბილბორდის ცხელი 100-ეულის ტოპ ათულშიც შევიდა. მეორე სინგლად არჩეულ იქნა "Love This Way" Popstars-ის ალბომიდან; თუმცა, მათი ხმის ჩამწერი კომპანია, London-Sire Records, გაკოტრდა და ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა. სიმღერების ავტორმა, კარა დიოგარდიმ ერთი ტრეკი დაწერა ალბომისთვის, და მოგვიანებთ აგრძელებდა მუშაობას შერზინგერთან PCD-ზე და Her Name Is Nicole-ზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: