ნიკოლო პიზანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პოზანო.

ნიკოლო (ნიკოლა) პიზანო (დ. დაახლ. 1220, აპულია — გ. 1278–1284 წლებს შორის, ტოსკანა) — იტალიელი მოქანდაკე. პროტორენესანსის ერთ-ერთი ფუძემდებელი. განიცადა სამხრეთიტალიური და ტოსკანური ქანდაკების ზეგავლენა, აგრეთვე გვიანრომაული სარკოფაგების პლასტიკა. ქანდაკების, როგორც არქიტექტურასთან ტექტონიკურად თანასწორუფლებიანი ხელოვნების განხილვისას, ნიკოლო პიზანო ნიკოლო პიზანომ შექმნა მძლავრი ძალით სავსე გამოსახულებები; ფიგურები მათში მყარად იდგნენ მიწაზე, გამოირჩეოდნენ დიდებული შესახედაობით, მასიურობითა და ფორმების პლასტიკური საგრძნობობით (კათედრები: ბაპტისტერიუმი პიზაში და ტაძრები სიენაში).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]