ნიზამის მავზოლეუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიზამის მავზოლეუმი (აზერ. Nizami Məqbərəsi), ნიზამი განჯელის პატივსაცემად მის სავარაუდო დაკრძალვის ადგილას 1947 წელს აგებული აკლდამა ქალაქ განჯასთან, აზერბაიჯანი. ნაგებობას მაღალი ცილინდრისებური ფორმა აქვს და ბაღებით არის შემორტყმული.

ისტორიული ცნობების მიხედვით ამ ადგილას ძველი მავზოლეუმი ჯერ კიდევ 1606 წელს აუგიათ, თუმცა როგორ გამოიყურებოდა იგი უცნობია. XIX საუკუნის დასაწყისისთვის ეს მავზოლეუმი დაინგრა. ის ხელახლა აუგია მირზა ადიგიზალ-ბექ ყარაბაღელს.