ნიადაგის ჰორიზონტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიადაგის პროფილი

ნიადაგის ჰორიზონტი — შრე, რომელიც ყალიბდება ნიადაგის წარმოქმნის პროცესში. ნიადაგის გენეტიკური ჰორიზონტების ერთობლიობა ქმნის ნიადაგის პროფილს. ნიადაგის ჰორიზონტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შეფერილობით, სტრუქტურით, სიმკვრივით, მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური და სხვა თვისებებით.

ყოველი ნიადაგის ჰორიზონტი მეტნაკლებად ერთგვაროვანია. ნიადაგის ჰორიზონტი შეიძლება დაიყოს ქვეჰორიზონტებად.

ნიადაგის ჰორიზონტის აღმნიშვნელი სიმბოლოებია (ინდექსებია):

  • A - ნეშომპალა-აკუმულაციური, ხშირად ელუვიური;
  • B - ილუვიური ან მეტამორფული;
  • C - ნიადაგთწარმომქმნელი ქანი.

ქვეჰორიზონტებია:

  • Ao - მკვდარი საფარი,
  • A1 - ჰუმუსიანი,
  • A2 - გაეწრებული;
  • BH - ჰუმუსის მეორე მაქს. და ა.შ.

დამუშავებულ ნიადაგში გამოყოფენ სახნავ ჰორიზონტს – A სახნავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Arbeitskreis für Bodensystematik der Deutschen Bodenkundlichen Gesellschaft. Aktueller Stand der wissenschaftlichen Bearbeitung der deutschen Bodensystematik

ლიტერატურა[რედაქტირება]