ნესტვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნესტვი — ქართული ხალხური ერთმილიანი ჩასაბერი საკრავი. ძველად ტერმინი „ნესტვი“ აღნიშნავდა ყოველგვარ მილს (არის მოსაზრება, თითქოს ტერმინი „ნესტვი“ ნაწარმოებია სიტყვა „ნესტოსაგან“). საბას ლექსიკონში ნესტვი ასეა განმარტებული: „რაიც საკრავნი განხვრეტილნი პირით იბერვიან, ნესტვნი არიან“. დაბადების ქართული თარგმანის რედაქციების ერთმანეთთან შედარებით გამოირკვა, რომ ადრე ნესტვი და საყვირი სინონიმები ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]