ნესტან აბდუშელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნესტან აბდუშელიშვილი (დ. 11 ოქტომბერი, 1955) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1979-1988 წლებში იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმი-ორდინატორი. 1988-1995 წლებში იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტია. არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომისა.

1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „იმუნური სისტემის მდგომარეობა კრიტიკული მდგომარეობების დროს ბავშვთა ასაკში“.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პედიატრიული სასწრაფო სამედიცინო დახმარება თბილისი, 2005 გვ.200 ISBN: 99940-0-305-4
  • კრიტიკული მდგომარეობები ბავშვთა ასაკში თბილისი, 1999 გვ.220

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]