ნგურდოტოს კრატერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი კოსმოსიდან: ნგურდოტოს კრატერი (ზევით) და ვულკანი მერუ (ქვევით).

ნგურდოტო — კრატერი ტანზანიის ჩრდილოეთით. მდებარეობს არუშის ეროვნული პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოადგენს ვრცელ კალდერას, რომლის სიღრმე 100 მ, ხოლო დიამეტრი 3,6 კმ-ია.

ნგურდოტოს კრატერი.

ცნობილია როგორც პატარა ნგორონგორო. ტურისტებისთვის კრატერის ხილვა შესაძლებელი არ არის, თუმცა ზოგიერთ მონაკვეთზე არის სადაკვირვებო წერტილები, საიდანაც იშლება ხედი თვით კრატერის შიგნითა ნაწილზე და მწვერვალ კილიმანჯაროზე. გარშემორტყმულია ხშირი ტყით, განვითარებულია ჭაობები. გვხვდება დიდი რაოდენობით კამეჩები, კოლობუსები და სხვ.[1]

სქოლიო[რედაქტირება]