ნახშირღელის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნახშირღელის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახშირღელეში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახშირღელის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა (17,7 X 8,1 მ), ნაშენია კარგად გათლილი ქვებით. ეკლესიას კარებები აქვს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთის კედელში ჩასმულია სამი სარკმელი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს ორ-ორი, დასავლეთის კედელში კი ერთი სარკმელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8408