ნაოჭა სოკოები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაოჭა სოკოები
Helvella crispa
Helvella crispa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
ტიპი: ჩანთიანი სოკოები
ოჯახი: ჰელველასებრნი
გვარი: ნაოჭა სოკოები
ლათინური სახელი
Helvella

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ნაოჭა სოკოები, ჩანთიანი სოკოების ჯგუფი ჰელველასებრთა (Helvellaceae) ოჯახისა. მათი ნაყოფსხეული შედგება ქუდისა და ფეხისაგან. ქუდი დანაოჭებული ან ტალღოვანია. ნაოჭა სოკოებს შორის უფრო ცნობილია უნაგირა სოკო (Helvella lacunosa), რომლის ნაცრისფერი ქუდი უნაგირს წააგავს. გვხვდება წიფლნარში გაზაფხულიდან შემოდგომამდე; კონუსისებური ხარისფაშვა (Morchella conica), რომლის მოყვითალო-მურა ქუდის ზედაპირი დაფარულია მოგრძო ფიჭისებური უჯრედებით. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეში გაზაფხულზე; ნაოჭა სოკოს (Gyromytra esculenta) — მომრგვალო, არასწორი ფორმის მურა ქუდის ზედაპირი ტვინისებურად აქვს დანაოჭებული. იზრდება გაზაფხულობით ფიჭვნარში, გზის პირსა და ნაცეცხლარ ადგილებში. ყველა სახეობა შეიცავს შხამიან ნივთიერებებს; ამიტომ საჭმელად მათი გამოყენება შეიძლება, თუ წვრილად დაჭრილ სოკოს 10 წთ ვადუღებთ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ი., ქსე, ტ. 7, გვ. 314, თბ., 1984