ნათუ-ლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნათულას უღელტეხილი

ნათუ ლა (ასევე ნტულა, ან ნათულა; ნეპ.: नाथू ला, ტიბეტ.: རྣ་ཐོས་ལ་) — უღელტეხილი ჰიმალაის მთებში. მდებარეობს ინდო-ჩინეთის საზღვარზე, აერთებს ინდოეთის შტატ სიკიმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონთან. უღელტეხილი ზღვის დონიდან 4310 მ-ზე მდებარეობს და ისტორიულად ძველი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი იყო. ნათუ ნიშნავს "მსმენელ ყურებს", ხოლო ლა ნიშნავს "გადასასვლელს" ტიბეტურად.

ნათუ ლა ერთ-ერთია სამი სავაჭრო შემაერთებელ გზათაგან ინდოეთსა და ჩინეთს შორის. დანარჩენი ორია შიფკილა ჰიმაჩალ პრადეშში და ლიპულეხი უტარახანდში. უღელტეხილი ინდოეთმა ჩაკეტა 1962 წელს სინო-ინდოეთის ომის დროს და მხოლოდ 2006 წელს გახდა მრავალი ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების შემდეგ.