ნათელა ღამბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნათელა ღამბაშიძე (დ. სექტემბერი, 1921, თბილისი) — ქართველი ექიმი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1946-1950 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიის ფაკულტეტის კათედრის ასისტენტი. 1950-1954 წლებში კარდიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1954-1963 წლებში იყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1963 წელს ექსპერიმენტული ფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე, 1986 წლიდან კლინიკური და ექსპერიმენტული თერაპიის განყოფილების გამგე. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომისა, ვაზო და კარდიოტროპული სამკურნალო საშუალებების კლინიკური-ფარმაკოლოგიურ აპრობაციასა და პრაქტიკაში დანერგვის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება ახალი სამკურნალო საშუალებების პრაქტიკაში დანერგვა. არის თერაპიული საზოგადოების და ფარმაკოლოგიური საზოგადოებიის წევრი. 1996 წელს მიიღო საპატიო სიგელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მასალები ადონიზიდის ფარმაკოლოგიისათვის“. სადოქტორო დისერტაციის თემა — „დისტილბესტროლის და ტესტოსტერონის ნარევის ანტიათეროგენული მოქმედების მექანიზმი ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს და მისი ეფექტურობა კლინიკაში“, დაიცვა 1975 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]