ნაბუქოს გაზსადენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ნაბუქო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნაბუქო.
ნაბუქოს გაზსადენი

ნაბუქო (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელიც ცენტრალურ აზიას დააკავშირებს ევროპის ქვეყნებთან, რუსეთის გვერდის ავლით. გაზსადენის სიგრძეა 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მლრდ იქნება.

გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები:

  • OMV Gas GmbH (ავსტრია),
  • Botas (თურქეთი),
  • Bulgargaz (ბულგარეთი),
  • S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი),
  • MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი).

თავდაპირველად გაზსადენი ითვალისწინებდა გაზის ირანის საბადოდან მოწოდებას. 2006 წელს ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, პროექტი შეიცვალა და ის თურქმენული, უზბეკური და აზერბაიჯანული აირის მოწოდებასაც ითვალისწინებს. 2012 წელს უნგრეთმა უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე. [1]

სქოლიო[რედაქტირება]