ნაბაღრების გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაბაღრების გორაარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, ბებრისციხის პირდაპირ, ხელოვნური თხრილით გამოყოფილ გორაზე. თარიღდება lV-Vll საუკუნეებით. 1968 წელს, გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე). აღმოჩნდა უხეშად გათლილი ქვითა და რიყის ქვით ნაგებ შენობათა საძირკვლები და კრამიტის ნამტვრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]