მჯდომარე ხარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მჯდომარე ხარი, 1885
მჯდომარე ხარი და ბაფალო ბილი

მჯდომარე ხარი (ინგლ. Sitting Bull, სიუ: Tȟatȟaŋka Iyotȟaŋka ან Tatanka Iyotanka ან Ta-Tanka I-Yotank, შერქმეული სახელი Slon-he, (ნელი); დ. დაახ. 1831 — მოკლეს 15 დეკმემბერს, 1890) — ინდეილთა ტომის ჰუნკპაპა-ლაქოთა-სიუს ბელადი და ექიმბაში[1]. იყო ინდიელთა უკანასკნელი გამანთავისუფლებელი მოძრაობის (1866-1876) ერთ-ერთი ლიდერი.

მჯდომარე ხარი მეთაურობდა ინდიელთა ტომებს, რომლებიც რეზერვაციაში გადასახლებას ეწინააღმდეგებოდნენ. 1876 წლის 25 ივნისს სიუსა და შაიენების ინდიელთა გერთიანებულმა არმიამ მჯდომარე ხარის მეთაურობით ლიტლ-ბიგჰორნთან ბრძოლაში გენერალ ჯორჯ კასტერის კავალერია გაანადგურა. ეს იყო ინდიელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება საკუთარი ტერიტორიებისთვის ბრძოლაში.

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. Wendy S. Wilson, Gerald H. Herman: Critical Thinking Using Primary Sources in U.S. History, Walch Pub., 2000, P. 42.