მხატვრული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მხატვრული ენა — ენის სტილისტიკური სახესხვაობა (შედარებით მეცნიერების ენასთან, პუბლიცისტიკის ენასთან საქმიანი ქაღალდების ენასთან, სალაპარაკო ენასთან და სხვ.) ან მხატვრული ლიტერატურის ფორმა.

მხატვრული ენა, ანუ სიტყვის ხელოვნება გაიგებოდა როგორც განსაკუთრებული ენა, რომელსაც თავისი ლექსიკა, სინტაქსი, ფრაზეოლოგია და მისთ. აქვს. მხატვრული პროზის ჟანრული ჩამოყალიბების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლიტერატურულმა ნაწარმოებებმა აითვისა საერთო-სახალხო ენის მთელი ფონდი, ხოლო მხატვრულ ნაწარმოებებად იმიტომ დარჩა, რომ მათი შინაარსი მხატრვული სახეებით გაიშალა ენობრივ საშუალებათა გზით.