მწიგნობართა ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მწიგნობართა ასოციაცია  — ილია ჭავჭავაძის სახელობის ასოციაცია საქართველოში რომელიც პროპაგანდას უწევს

დაარსდა 1974 როგორც საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოება, 1988 მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელი; 1998 წელს ეწოდა მწიგნობართა ასოციაცია აქვს ავტონომიურ რესპუბლიკების, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციები, აგრეთვე წარმოება-დაწესებულებებში, საშუალო სკოლებში, საშუალო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში მწიგნობართა კლუბები. ასოციაცია ატარებს სხვადასხვა სახის მასობრივ ღონისძიებას: წიგნის პრე ზენტაციას, განხილვას, ვიქტორინა კონკურსს, შეხვედრას ავტორებთან; გამოსცემს მინიატურულ სასაჩუქრო წიგნებს. 1980 წლიდან გამოდის ალმანახი „მწიგნობარი“ (სულ გამოცემულია 19 ნომერი). 2000 ასოციაციაში იყო 90 ათ. წევრი. 1992 წლიდან მწიგნობართა ასოციაცია საერთაშორისო მწიგნობართა კავშირის (მოსკოვი) წევრია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]