მცირე ამაღლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მცირე ამაღლება
მცირე ამაღლება — რუსეთი
მცირე ამაღლება
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′26″ ჩ. გ. 37°36′14″ ა. გ. / 55.75722° ჩ. გ. 37.60389° ა. გ. / 55.75722; 37.60389
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735363000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

მცირე ამაღლება (რუს. Малое Вознесение) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში პრესნენის რაიონში. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია უფლის ამაღლების სახელზე. დიდი ამაღლების ტაძრის აშენებამდე უწოდებდნენ „ძველ ამაღლებას“.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარს ოფიციალურად ეწოდება უფლის ამაღლების ეკლესია, მოსახლეობაში ხშირად გამოიყენება სახელწოდება მცირე ამაღლება, განსხვავებით დიდი ამაღლებისაგან, რომელიც უფრო გვიანდელი ეკლესიაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მონაცემები ეკლესიის შესახებ მიეკუთვნება 1584 წელს. მისი ხის შენობა განადგურა 1629 წლის ხანძარმა. თანამედროვე ქვის ეკლესია აგებულია 1634 წელს. 1680-იან წლებში ეკლესია გადააკეთეს. დაამატეს სამხრეთი ეგვტერი, რომელიც აკურთხეს პროკოფი და იოანე უსტიუჟელების სახელზე. 1690 წელს ეკლესიას ასევე დაამატეს ჩრდილოეთი ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე ნაკურთხი.

1737 წელს ტაძარი დააზარალა ხანძარმა და აღადგინეს 1739 წელს. რეკონსტრუქციისას მას მიაშენეს ჩრდილოეთი ეგვტერი იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელზე. 1764 წელს ტაძარს დაადგეს რვაკუთხა ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი გუმბათი.

XIX საუკუნის დასაწყისში გააფართოვეს სამხრეთის ეგვტერი, დაამატეს თაღოვანი გალერეა. 1831 წელს ეკლესიაში დააყენეს ახალი კანკელი. 1876 წელს ეკლესია გადააკეთეს ალექსი მარტინოვის პროექტის მიხედვით[1]. 1902 წელს ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია მცირე ხანი კიდევ ფუნქციონირებდა. 1929 წელს დაანგრიეს სამრეკლო. 1937 წელს დახურეს ტაძარი[2]. მალევე მოხსნეს ჯვარი და გაანადგურეს ეკლესიის ინტერიერი. 1980 წელს შენობაში განათავსეს მოსკოვის მთავარი სამშენებლო სამმართველო.

1992 წელს ეკლესია დაუბრუნეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1992 წლის 3 ივნისს ამაღლების დღესასწაულზე აკურთხეს ტაძრის საკურთხეველი. ეკლესიის მოხატვაზე მუშაობდნენ მხატვრები ირინა სტარჟეცკაია და ივან გლაზუნოვი[3]. ტაძრის კანკელი დაამზადა ხატმწერმა სერგეი ფიოდოროვმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Москва: все православные храмы и часовни / авт.-сост.: М. И. Вострышев, С. Ю. Шокарев. — М.: Эксмо, 2009. — С. 84. — ISBN 978-5-699-34703-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Зодчие Москвы времени эклектики, модерна и неоклассицизма (1830-е — 1917 годы): илл. биогр. словарь / Гос. науч.-исслед. музей архитектуры им. А.В.Щусева и др. — М.: КРАБиК, 1998. — С. 167. — 320 с. — ISBN 5-900395-17-0.
  2. Звонарев П. Сорок сороков. Т. П. М., 1994. С. 113—115
  3. Уколова В. Просветы вечности დაარქივებული 2016-08-15 საიტზე Wayback Machine.