მყინვარული რელიქტები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მყინვარული რელიქტები, მცენარეები და ცხოველები, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე შემორჩენილი არიან გამყინვარების პერიოდიდან. მყინვარული რელიქტებს ვხვდებით მაგ., შუა ევროპის ვაკე და მთების წინა რაიონების ფლორაში. ესენია უმთავრესად ე. წ. არქტიკულ-ალპური მცენარეები. ისინი ნაშთია იმ ფლორისა, რომელიც გვიან პლეისტოცენში არსებობდა სკანდინავიის მყინვარულ ფარსა და ალპებიდან და ცენტრალურ ევროპის სხვა მთებიდან დაშვებულ მყინვარებს შორის. ზოგიერთი არქტიკულ-ალპური მცენარე — ქონდარა არყი, ალპური დათვის კენკრა, დრიადის 2 სახეობა (Dryas octopetala და Dryas punctata) და სხვა. გავრცელებულია ყოფილ სსრკ-ის ევროპის ნაწილის ტყიან ზონაშიც. აქ ისინი შემორჩნენ უკანასკნელი (ვალდაური) გამყინვარების დროიდან. ევროპის ზოგიერთ რაიონში გამყინვარების პერიოდიდან შემორჩნენ ცხოველებიც, მაგ., ირმის ბორა, ნემსიყლაპიას რამდენიმე სახეობა, ჩვეულებრივი გველგესლა, ცოცხლადმშობი ხვლიკი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჩიკვაიძე ჯ., ქსე, ტ. 7, გვ. 240, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები