მუხლიოტისა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"სისხლის ეკლესია"

მონღოლთა წმინდა მარიამის ეკლესია, ასევე მუხლიოტისა (ბერძნ.: Θεοτòκος Παναγιώτισσα, სიტყვასიტყვით "უწმინდესი ღვთისმშობელი" ან Παναγία Μουχλιώτισσα; თურქული სახელი: Kanlı Kilise, ნიშნავს "სისხლის ეკლესიას"), აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესია სტამბოლში. ეს კონსტანტინოპოლის ერთადერთი ბიზანტიური ტაძარია, რომელიც მეჩეთად არასდროს გადაუკეთებიათ და ყოველთვის ბერძნულ მართლმადიდებლური ეკლესია იყო.

ეკლესია, რომელიც ძირითადად დახურულია და მაღალი გალავნის უკან იმალება, სტამბოლის ფატის უბანში მდებარეობს, ფენერის რაიონი. ტაძარი აგებულია კაფერ მეკტები სოკაკზე, ბორცვი, რომელიც ოქროს რქას გადაჰყურებს, ფანარის ბერძნული მართლმადიდებლური სასწავლებლის შორიახლოს.