მუხლა ლილვი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cshaft.gif

მუხლა ლილვი ღებულობს ენერგიას ბარბაცას საშუალებით და გადასცემს მაბრუნებელ მომენტს ტრანსმისიას. მუხლა ლილვს საშუალებით მოძრაობაში მოდის მთელი რიგი მექანიზმებისა. მუხლა ლილვი მზადდება ლეგილებურ ფოლადისგან ან ჩამოსხმით მაღალხარისხოვანი თუჯისგან. მუხლა ლილვის ძირითადი ყელები ბრუნავენ ძრავის კარტერში ჩასმულ სრიალით საკისრებზე. საბარბაცე ყელებზე შეერთებულია ბარბაცას ყველათავები. მუხლა ლილვის ყბა აერთებს ძირითად საბარბაცო ყელებს. გაუწონასწორებელი მასების დატვირთვისაგან საყრდენ საკისრებს იცავს საპირწონეები (Противовесы). მუხლა ლილვის წინა ნაწილში მოთავსებულია ყელი, რომელზეც ჯდება შკივი ან კბილი დამხმარე მექანიზმების ასაძრავად, ხოლო უკანა ნაწილში მილტური მქნევარას დასამაგრებლად. მუხლა ლილვის ფორმა და ძირითადი საბარბაცე ყელების რაოდენობა დამოკიდებულია ცილინდრების რაოდენობისა და განლაგებაზე. თუ გვაქვს ერთრიგა განლაგება, მაშინ ცილინდრების რაოდენობა და საბარბაცე ყელების რაოდენობა ტოლია, ხოლო V-ს მაგვარ ძრავში ცილინდრების რაოდენობა ორჯერ აღემატება საბარბაცე ყელების რაოდენობას. ძირითადი ყელების რაოდენობა სხვადასხვანაირია. თუ ყველა მომინჯნავე ძირითად ყელს შორის გვაქვს ერთი საბარბაცე ყელი, ასეთ შემთხვევაში ძირითადი ყელების რაოდენობა ერთით აღემატება საბარბაცებს. ასეთი მუხლა ლილვი არის სრულსაყრდენიანი. იგი გამოიყენება დიზელის ძრავებში და იმ კარბურატორიან ძრავებში, სადაც გვაქვს დიდი დატვირთვები არასრულსაყრდენიან მუხლა ლილვის შემთხვევაში ყოველ ორ მომინჯნავე ძირითად ყელს შორის გვაქვს ორი საბარბაცე ყელი. ასეთი კონსტრუქცია გამოიყენება ერთრიგა ძრავებში. ცვეთამედეგობის გაზრდის მიზნით ძირითად და საბარბაცე ყელებს უტარებენ წრთობას. წონის შემცირების მიზნით კი ყელებს შიგნიდან აქვთ სიღრუე, რომელიც გამოიყენება შეზეთვისთვის. ერთერთ ძირითად ყელს უკეთდება საყელური ღერძული ფიქსაციისთვის. ამ მიზნით, რათა არ მოხდეს ძრავიდან ზეთის გამოდინება მუხლა ლილვის წინა და უკანა მხარეს აქვს ჩობალები.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე