მუხის დიდი ხარაბუზა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მუხის დიდი ხარაბუზა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Cerambyx cerdo acuminatus | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მუხის დიდი ხარაბუზა (Cerambyx cerdo acuminatus), მწერი ხარაბუზების ოჯახისა. ხოჭო შავია (ზედა ფრთების მეორე ნახევარი — წაბლისფერი); მისი სიგრძე 2,8—5 სმ აღწევს. მატლი თეთრია, სიგრძით 9 სმ. გავრცელებულია ყველგან, ძირითადად მუხის მავნებელია, იშვიათად აზიანებს წიფელს, იფანს, კაკალს, ვაშლსა და სხვა მცენარეებს. გამეჩხერებულ კორომებში, ხის ღეროებსა და ტოტებზე ხოჭო 100—150 კვერცხს დებს. 3 წელიწადში ერთ თაობას იძლევა. ზიანი მოაქვს მატლის ფაზაში, იკვებება ლაფნითა და მერქნით.
ბრძოლის ღონისძიებანი: სატყეო-სამეურნეო და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება; ლაფნის დაზიანებისას ქლოროფოსისა და სხვა საშუსლებების შესხურება; მატლის სავალებში დიქლორეთანისა და პარადიქლორბენზოლის ხსნარის (5 კუბ. სმ) ინიექცია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მუხაშავრია ა., ქსე, ტ. 7, გვ. 229, თბ., 1984
სტატიის