მუჩალგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუჩალგა (თურქ.), მუჩალგის წიგნი — ხელწერილი XVI—XIX საუკუნეების საქართველოში. მუჩალგა ჩამოერთმეოდა პირს იმის საბუთად, რომ ის თავის ვალდებულებას დათქმულ ვადაზე შეასრულებდა, სასამართლო დადგენილების ყაბული იქნებოდა, ამა თუ იმ ქმედობას არ ჩაიდენდა და ა. შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფურცელაძე დ., ქსე, ტ. 7, გვ. 226, თბ., 1984