მუშა (საღამოს გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუშა.

მუშა — საქართველოს პროფესიულ კავშირთა საბჭოს ყოველდღიური საღამოს გაზეთი; გამოდიოდა 1922–1939 წლებში თბილისში. აშუქებდა მშრომელი ხალხის ცხოვრებასა და საქმიანობა, გამოხატავდა მათ პროფესიულ ინტერესებს. თანამშრომლობდნენ ქართველი მწერლები, ჟურნალისტები, მუშები და სხვა წარმომადგენლები. ჰქონდა სურათებიანი დამატებები — „მუშა“ (1923) და „ტარტაროზი (1924–1930)“. რედაქტორი — პ. საყვარელიძე. გამოსცემდა საქართველოს კპ (ბ) თბილისის კომიტეტი, საქართველოს პროფსაბჭო და თბილისის მუშების, გლეხებისა და წითლარმიელების დეპუტატთა საბჭო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]