მურმან დავითაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მურმან იუსუფის ძე დავითაძე (დ. 1 სექტემბერი, 1943, სოფ. ტბეთი, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ბიოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1998), პროფესორი (2000).

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიურ-გეოგრაფიული ფაკულტეტი (1968). 1968–1985 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, 1985–1989 წლებში — ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სექტორის გამგედ. 1995–2006 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრის გამგე, 2006 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი.

დავითაძის კვლევის საგანია აჭარის ადვენტურ მცენარეთა ფლორისტიკული და ბიომორფოლოიგური ანალიზი, ადაპტაციისა და განსახლების თავისებურებანი; სამხრეთ კოლხეთის — აჭარის ბუნების ღირსშესანიშნაობის პოპულარიზაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]