მსოფლიო დრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსოფლიო დროგრინვიჩის ობსერვატორიის ძველ ადგილსამყოფელზე გამავალი, ე. წ. საწყისი (ნულოვანი) მერიდიანის საშუალო მზისიერი დრო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინათ ყოველ ქალაქში თავისი საკუთარი ადგილობრივი დროის მიხედვით ცხოვრობდნენ. ეს დასაშვები იყო იმ დროს, როცა ტრანსპორტი, კავშრიგაბმულობა, ეკონომიკა, ქალაქებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ იყო საკმარისად განვითარებული. შემდგომში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველმხრივ განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა ასეთ მდგომარეობასთან შეგუება. ამიტომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიდო საერთაშორისო შეთანხმება, რათა მთელი დედამიწის ზურგზე ერთი დრო, სახელდობრ, გრინვიჩის ობსერვატორიაზე გამავალი მერიდიანის ანუ ნულოვანი მერიდიანის შესაბამისი დრო შემოეღოთ

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]