მსოფლიოს ქალი მხატვრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მსოფლიოს ქალი მხატვრები“
ინგლ. Women Painters of the World

ავტორი უოლტერ სპეროუ
ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ჟანრი მხატვრობა
გამოცემის თარიღი 1905

„მსოფლიოს ქალი მხატვრები“ (ინგლ. Women Painters of the World) — წიგნი მსოფლიოს ქალი-მხატვრების შესახებ, აწყობილი და რედაქტირებული უოლტერ სპეროუს მიერ. მასში ჩამოთვლილია გამოჩენილი ქალი მხატვრები კატერინა ვიგრის (ეკატერინა ბოლონიელი) დროიდან (1413–1463) როზა ბონერამდე (1822-1899) და 1905 (გამოცემის) წლამდე.[1]

წიგნის მიზანი იყო დაემტკიცებინა მცდარი განცხადება, რომ „ქალი მხატვრების მიღწევები მეორეხარისხოვანი იყო“. წიგნი მოიცავს 200-ზე მეტი მხატვარი ქალის 300-ზე მეტ ნახატს, რომელთა უმეტესობა XIX საუკუნეშია დაბადებული და მედლები მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. წიგნი სასარგებლო საცნობარო ნაშრომია მათთვის, ვინც სწავლობს XIX საუკუნის დასასრულის ქალთა ხელოვნებას.

ზოგიერთი ქალი-მხატვარი წიგნიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]