მრავალწყლის გორასამარხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მრავალწყლის გორასამარხები — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოდან 8 კილომეტრის მოშრებით, მრავალწყლის ხეობაში, რუსთავისაკენ მიმავალ გზაზე. განეკუთხვნება ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარს.

ძეგლი 1984 წელს აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. ძეგლზე გამოვლინდა თორმეტი გორასამარხი.

გაითხარა მეთორმეტე სამარხი, დიამეტრი 12 მეტრი, ყრილის სიმაღლე 70 სანტიმეტრი. სამარხი ორმო დაფიქსირდა სამარხის ყრილის ქვეშ, ცენტრალურ ნაწილში. სამარხის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩნდა მიცვალებულის ძლიერ დაზიანებული ჩონჩხი, რომელიც დასვენებული იყო მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთისაკენ. თავთან გამოჩნდა ცხვრის მთლიანი ჩონჩხი, ზედა და ქვედა კიდურებთან კი მსხვილფეხა საქონლის ძვლები. მიცვალებულის მენჯთან იდო ბრინჯაოს რაპირა, აქვე აღმოჩნდა ბრინჯაოს დანა. თავის ქალის სამხრეთით, დანახშირებულ ფენაზე გამოჩნდა სადა და მორთული ოქროს ფირფიტები და ვერცხლის ოთხი საკინძი. სამარხის ორმოს იატაკზე მიმოფანტული იყო ოქროს ფირფიტების პატარა მილაკები, წერტილოვანი ორნამენტებით შერთული ოქროს სფერული მძივები, ობსიდიანის ოთხი იხრისპირი და ბრინჯაოს საკიდები. სამარხის სამხრეთ კედელთან იყო სამი შავპრიალა დერგი. პირველი დერგი შემკულია წეტილოვანი და ისრისებრი ორნამენტებით. ასევე მსგავსადაა შემკული მეორე დერგიც, მესამე დერგი კი წვრილი, თეთრი მინარევების შემცველი თიხითაა ნაძერწი.

სამარხის ორმოს დასავლეთ კედლიდან 50 მეტრის სიმაღლეზე, აღმოჩნდა ქვის მოწითალო ჯამი.

ძეგლიდან მოპოვებული მასალა ნახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმსა და სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]