მოქვის ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მოქვის ეკლესია)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოქვი (მრავალმნიშვნელოვანი).
მოქვის ტაძარი
Mokvi-church.jpg

მოქვის ტაძარი

მოქვის ტაძარი მდებარეობა საქართველო

Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°50′06″ ჩ. გ. 41°30′28″ ა. გ. / 42.83500° ჩ. გ. 41.50778° ა. გ. / 42.83500; 41.50778
რელიგიური კუთვნილება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აფხაზეთი
რაიონი ოჩამჩირის რაიონი
ადგილმდებარეობა მოქვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი საკათედრო ტაძარი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ქართული
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება X საუკუნე
დეტალები
გუმბათი ერთი

მოქვის ტაძარი — საკათედრო ტაძარი საქართველოში, მდებარეობს სოფელ მოქვში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთი. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967). ტაძარი სამნავიანია, სამლოცველოების მწკრივით განაპირა ნავების გასწვრივ. აღმოსავლეთის მხრიდან სამი შვერილი აფსიდი აქვს. შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადებზე ჩუქურთმები არ აქვს. ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]