მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (ვეშნიაკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (ვეშნიაკი) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (ვეშნიაკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°43′25″ ჩ. გ. 37°47′54″ ა. გ. / 55.72361° ჩ. გ. 37.79833° ა. გ. / 55.72361; 37.79833
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710966019
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (რუს. Церковь Успения Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ვეშნიაკის რაიონში.

ქვემო ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, ეგვტერი კი - სერგი რადონეჟელის სახელზე. ზედა ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ქრისტეს აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების დღესასწაულის სახელზე, სამხრეთის ეგვტერი - ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ხოლო ჩრდილოეთის ეგვტერი ელია წინასწარმეტყველის სახელზე

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია მდებარეობს ძველი დასახლების ვეშნიაკის ადგილზე, რომელიც პირველად წყაროებში მოიხსენიება XVI საუკუნეში. ისევე როგორც მეზობელი კუსკოვო, ვეშნიაკოვოც დაკავშირებულია შერემეტიევების გვართან.

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ააგო თევდორე ივანეს ძე შერემეტიევმა 1644-1646 წლებში. ამ პერიოდში შერემეტიევს მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა რუსეთის მთავრობაში.

ეკლესიას ადგას გუმბათი, ხოლო მოგვიანებით სიმეტრიულად მიაშენეს ეგვტერები. XVII საუკუნეში ეკლესიას მიაშენეს სამრეკლო.

თავისი არსებობის 300 წლის განმავლობაში ღვთისმშობლის მიძინებს ეკლესიამ, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში არაერთხელ განიცადა ცვლილება. შიდა კედლის უკანასკნელი რესტავრაციის პერიოდში აღმოაჩინეს საღებავის ცხრა ფენა. მიძინების ტაძარს გარს აკრავს სამრევლო სასაფლაო, სადაც დაკრძალულები არიან მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები.

1922 წლის 22 მაისს ბოლშევიკებმა ეკლესიიდან დაიტაცეს საეკლესიო საგანძური, წინამძღვრის ჯვარი და სახარებაც კი. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დახურეს დიდი სამამულო ომის დაწყებამდე, 1940 წელს. ომის წლებში ტაძარში განთავსებული იყო სამხედრო საწყობი და სარემონტო სახელოსნო. 1947 წელს ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურება. სურთულეების მიუხედავად შეძლეს გადაერჩინათ საეკლესიო ფასეულობების ნაწილი, მათ შორის ძველი ხატები. ხატების ნაწილი ძლიერ დაზიანდა სინესტის გამო. სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ ზაფხულის ცივი ტაძარი გადააკეთეს ზამთრის თბილ ტაძრად.

2013 წლის ივლისიდან ტაძრის წინამძღვარია როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტი მერკური (ივანოვი).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]