მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (კლიონიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (კლიონიკა) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (კლიონიკა)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′27″ ჩ. გ. 37°37′56″ ა. გ. / 55.75750° ჩ. გ. 37.63222° ა. გ. / 55.75750; 37.63222
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710417000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1657

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში.

ტაძარს აქვს ოთხი საკურთხეველი. ზედა ეკლესიის საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა დაყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ქვედა ტაძრის საკურთხევლები კი ყველა რუსი წმინდანისა და ალექსი მეჩიოვის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძრის შესახებ პირველი ცნობები მოცემულია 1657 წლიდან. 1698 წელს ტაძარში უკვე ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის საკურთხეველია.

პეტრე სიტინი მიუთითებს, რომ პირველი ეკლესია ამ ადგილზე ჯერ კიდევ 1468 წელს ააგეს. ტაძრის ამშენებლად ითვლება ივანე III, რათა ძლიერი ხანძარი კრემლში არ გავრცელებულიყო. ისტორიული დოკუმენტები ხანძრის თარიღად 1468 წელს მიიჩნევენ და იქვე მიუთითებენ, რომ ამავე წელს იწყება ტაძრის მშენებლობა, თუმცა მისი მშენებლობის ადგილზე არცერთი წყარო არ გვიამბობს.

1657 წელს დღევანდელი ტაძრის ადგილზე ააგეს ახალი ქვის ტაძარი. 1690-იან წლებში, ახალი საკურთხევლის მშენებლობასთან დაკავშირებით, მას უწოდეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია.

1701 წელს დიდი ხანძრის შემდეგ განადგურდა ეკლესიის ზედა ნაწილი. 1749 წლის ხანძრის შემდეგ კი ააგეს არსებული სამრეკლო და მცირედ გადააკეთეს ეკლესიის ფასადი.

1910-იან წლებში ეკლესიასთან მუშაობდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. ამ პერიოდში ეკლესიაში მსახურობდა ალექსი მეჩიოვი, რომელიც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი გახდა 2000 წელს.

1914-1915 წლებში ტაძრის ეზოში ააგეს მცირე ორსართულიანი სახლი ეკლესიის მსახურებისთვის. სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა წიგნის გამომცემლის ივანე სიტინის ფინანსებით.

1923 წელს ალექსი მეჩიოვის გარდაცვალების შემდეგ ტაძრის წინამძღვარი გახდა მისი შვილი სერგეი (რომელიც ასევე კანონიზირებულია რუსეთის ეკლესიის მიერ).

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა 1931 წელს. მამა სერგეი 1929 წლის 24 ნოემბერს დააპატიმრეს და 1942 წელს დახვრიტეს. ტაძარს გუმბათი მოხსნეს. მასში კი განათავსეს ჯერ საწყობი, ხოლო მოგვიანებით - ახალგაზრდა ლენინელთა კომუნისტური კავშირის ბუღალტერია.

1989 წლის დეკემბერში ტაძარში აღადგინეს ხატწერა. 1990 წლის 18 ივლისს კი ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას[1]. გახსნის შემდეგ ეკლესიის პირველი წინამძღვარი გახდა ალექსანდრე (კულიკოვი). ტაძრის კურთხევა შედგა ამავე წლის 17 დეკემბერს. აღადგინეს გუმბათი, ჯვარი და ინტერიერი. რეგულარულად მიმდინარეობს ღვთისმსახურება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Белый город / Макаревич Г. В., Альтшуллер Б. Г., Балдин В. И., Богданов В. В., Давид Л. А., Добровольская Э. Д. и др.. — М.: Искусство, 1989. — 380 с. — (Памятники архитектуры Москвы). — 50 000 экз. — С. 283—284.
  • Холмогоровы В. и Г. Исторические материалы о церквах и селах XVI—XVIII столетий. Т. 5. — М., 1887.
  • Сорок сороков. Т. 2 / Паламарчук П. Г. . — М.: АО «Книга и бизнес», АО «Кром», 1995. — 646 с. — 25 000 экз. — ISBN 5-7119-0013-7. — С. 92—95.
  • Червяков А. У Николы в Клённиках // Литературная Россия. — 1990. — 14 декабря.
  • Червяков А. Московский архив // Московский журнал. — 1991. — № 5. — С. 52—54.
  • Добровольский А. Памяти дорогого батюшки о. Алексия // Московский журнал. — 1991. — № 5. — С. 54—58.
  • Регельсон Л. Трагедия Русской Церкви. — Париж, 1977. С. 484.
  • Киприн В. А. На Покровке, в Блинниках, в Клинниках, в Клённиках… // Московский журнал. — 2014. — № 9. — С. 50—57. — ISSN 0868-7110.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Червяков А. У Николы в Клённиках // Литературная Россия. — 1990.