მოსკოვის გამზირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის გამზირი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი სამგორის რაიონი
ისტორიული რაიონი ნავთლუღი

მოსკოვის გამზირი — ქუჩა თბილისში, მდებარეობს სამგორის რაიონში (ნავთლუღი). ქეთევან დედოფლის გამზირიდან ქინძმარაულის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის II ნახევარში. სახელი დაერქვა 1960 წელს. გამზირზეა სააქციო საზოგადოებები „ქაშანური“ და „თბილხელსაწყო“, შპს „მზეკაბანი (TG)“. გამოდის მეტროს სადგური „სამგორი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]