მომხმარებლის განხილვა:OpusDEI/არქივი/2012-2019

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ჯაბა ლაბა 18:42, 5 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გვიხარია, რომ ვიკიპედიაში მუშაობა გადაწყვიტეთ, რაც საკმაოდ კარგად გამოგდით. მიუხედავად ამისა, გაითვალისწინეთ რამდენიმე შენიშვნა: სტატიას სჭირდება კატეგორია და ინტერვიკები, ანუ ამ სტატიის ბმულები სხვაენოვანი ვიკიპედიის ანალოგიურ სტატიებზე. ასევე, ნუ უსვამთ სტატიას რჩეულის თარგს, რაც როგორც ვხვდები, სხვა რჩეული სტატიიდან ინფოდაფის გადაკოპირებისას გადაგიყვათ, ამიტომ ყურადღებით იყავით. ბოლოში, ბმულების მითითებისას, სექციის სათაურად არ ვწერთ ==ბმულები== ვწერთ ==რესურსები ინტერნეტში== შემდეგ კი თითოეული ბმულის წნ ვსვამთ ფიფქს * --მიხეილ მიწერა 05:02, 20 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

შვედეთის ვიკიპროექტი[წყაროს რედაქტირება]

ამ პროექტში მონაწილეობა არ მიგიღიათ, შესაბამისად, გთხოვთ თქვენი გვერდიდან ამოიღოთ ეს თარგი. --მიხეილ მიწერა 16:03, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი. როდესაც ინფოდაფებს ქმნით, უმჯობესი იქნება, შექმნათ როგორც „თარგი:ინფოდაფა შეიარაღებული ძალები‎“ და არა „თარგი:შეიარაღებული ძალები‎“. ვინაიდან უბრალოდ თარგი (და არა თარგი:ინფოდაფა) როგორც წესი გამოიყენება სტატიის სხვა არეში. --H.McC. (მომწერეთ) 13:50, 27 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ასე განაგრძეთ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. შესანიშნავად მუშაობთ, თარგმანიც კარგად გამოგდით, მცირე სტილისტური ხარვეზები გაქვთ, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს დახვეწთ. სანდო მომხმარებლის სტატუსი უკვე ჩაგირთეთ, ასე განაგრძეთ! ვიღიმი --მიხეილ მიწერა 22:20, 27 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ინტერვიკები და გეოგრაფიული სახელების მართლწერა[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. ინტერვიკების მაგივრად არაფრით არ შეიძლება კატეგორიის მითითება, თუ ეს სტატია არ არსებობს არცერთ სხვა ვიკიში, დაე იყოს ინტერვიკების გარეშე, მხოლოდ ქართულში; ასევე, გეოგრაფიული სახელები, რომლებიც ერთზე მეტი სიტყვისაგან შედგება, დეფისითი იწერება: მაგალითად რიო-დე-ჟანეირო, ნიუ-იორკი, ბაბ-ელ-მანდები და ა. შ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთი სახელი ქართულია, მაგალითად ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა... --მიხეილ მიწერა 08:15, 28 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ, გაითვალისწინო დეფისების გამოყენების წესი. --მიხეილ მიწერა 07:48, 31 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შეცდომა გამოვასწორე[წყაროს რედაქტირება]

თქვენი შენიშვნა გავითვალისწინე და შეცდომა გამოვასწორე. სტატიაში „პარაგვაის ოლქები“ ყველა გეოგრაფიული სახელი რომელიც ორი ან მეტი სიტყვისგან შედგება დეფისი ჩავუსვი.--Waiper1 08:28, 31 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერია. პარაგვაის ყველა დეპარტამენტზე ქართულ ვიკიში სტატია არსებობს, ამიტომ, იქნებ შენს სტატიაში მათ შესაბამისად ჩაასწორო, რომ ბმულები წითლად არ ჩანდეს. აქვე, ზოგიერთი ოქლი, ქალაქის სახელს ემთხვევა, ამიტომ სტატიაში ბმული შეცდომითა კეთდება ქალაქზე. ასე რომ არ მოხდეს, ოლქებს ფრჩხილებში მიუწერე (ოლქი). --მიხეილ მიწერა 08:38, 31 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფაილის ატვირთვას რაც შეეხება, თქვენ მიერ ვიკისაწყობში ატვირთული ეს ფაილი ნამდვილად თქვენი ნამუშევარია? რადგან ლიცენზია ასეთი გაქვთ მითითებული. ამავე დროს, როდესაც ვიკიპროექტის ფარგლებში ფაილს საწყობში ტვირთავთ და არა ვიკიპედიაში, განხილვაში {{პროექტ პარაგვაის ფაილი}}-ს მითითება აღარ შეიძლება. --მიხეილ მიწერა 08:19, 28 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნას[წყაროს რედაქტირება]

თარგის დამატების არ საჭიროებაზე არ ვიცოდი, მადლობა რომ ამიხსენით. ფაილს რაც შეეხება არა, არ არის ჩემი ნამუშევარი, თავიდან ლიცენზიაშიც მივუთითე რომ არ არის ჩემი საკუთრება, მაგრამ რატომღაც ფაილი ზედიზედ ორჯერ წაიშალა. ამიტომ სხვა გამოსავალი ვერ მოვძებნე. თუ არის რამე გამოსავალი ასეთი შემთხვევებიდან, გთხოვთ მიმანიშნოთ.--Waiper1 12:50, 28 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

როგორც ვნახე, ფოტოები აღებული გაქვთ პანორამიოდან, მიუხედავად ამისა, უთითებთ რომ თქვენი ნამუშევარია. ამისათვის ვიკისაწყობში შეიძლება დაგბლოკონ. ასეთ შემთხვევებში, ფაილი უნდა ატვირთოთ აქვე, ქართულ ვიკიპედიაში, არათავისუფალი ლიცენზიით და მიუთითოთ ავტორი. --მიხეილ მიწერა 08:54, 28 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპროექტები[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. ჯერ ისევ მაისია და შესაბამისად კვლავ ვიკიპროექტი პარაგვაი მიმდინარეობს. ჩეხეთზე დაწერილ მხოლოდ იმ სტატიებს ჩაესმევა {{პროექტ ჩეხეთის სტატია}}, რომლებიც 1 ივნისიდან 1 ივლისამდე დაიწერება. --მიხეილ მიწერა 05:29, 31 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი. სტატიის დასაწყისში, სიტყვა „არის“ ნაცვლად ვიყენებთ ტირეს (—) — მიხეილ მიწერა 19:05, 13 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს... გასაგებია უკვე გამოვასწორე. ერთი შეკითხვა მაქ და იქნებ შეგიძლიათ დამეხმაროთ, სად შეიძლება შევქმნა ინფოდაფა? ადრე გავაკეთე ერთი, მაგრამ ახლა ვეღარ მოვახერხე იქნებ დამეხმაროთ ან თუ შესაძლებელია მე თვითონაც შემიძლია შევქმნა ოღონ აღარ მახსოვს საიდან... GriliNiavi 22:35, 13 აგვისტო 2012 (UTC)
მაგალითისთვის შეგიძლია ეს ინფოდაფა იხილო. ჩემზე უკეთ ამ საქმეში ეს მომხმარებელი დაგეხმარება. --მიხეილ მიწერა 14:50, 14 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი. როდესაც თარგი ინფოდაფის სახეს ატარებს, მაშინ უნდა ერქვა თარგი:ინფოდაფა ესა და ეს. ამჟამად მასიური მკვლელის თარგი გადატანილია შესაბამის სახელზე. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 12:29, 10 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Anders breivik.JPG-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. H.McC. (მომწერეთ) 12:48, 10 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ჯობია წაიშალოს, ვინაიდან არ ვფლობ ამ სურათის ავტორის შესახებ ინფორმაციას, სავარაუდოდ, როგორც ვიცი ეს სურათი თვითონ ამ სურათზე გამოსახული პიროვნების საკუთრებაა. აქვე ერთი კითხვა მექნება... ანუ თუ ავტორისგან ნებართვა არ მაქ/უცნობია ავტორი და შესაბამისად ლიცენზიაც არ მაქ, შეუძლებელია სურათის ვიკიპედიაში ატვირთვა ხო? --Waiper1 განხილვაწვლილი 13:08, 10 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გვაქვს ასეთი თარგიც. და თუ დაამატებთ თქვენს სტატიას მინიმუმ 3 გამართულ წინადადებას, კარგი იქნება. ჯობია, როდესაც სტატიას ქმნით და ამუშავებთ, ჩასვათ {{subst:L}} და სტატიაში ავტომატურად დაიწერება, რომ თქვენ მასზე მუშაობთ. --H.McC. (მომწერეთ) 15:40, 10 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს. ხელმოწერა გაასწორეთ, ავტომატურ ბმულს არ აკეთებს. — მიხეილ მიწერა 13:05, 10 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობა შენიშვნისთვის, გავასწორე ვიღიმი –-Waiper1 განხილვაწვლილი 13:11, 10 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

თანაცხოვრება (მთავრობა)[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, დიდი მადლობა ამ სტატიისათვის, ჩემი თხოვნა იქნება მის განხილვაში შეიხედოთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ. --ჯაბა ლაბაძე 11:47, 16 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

თარგი:მუშავდება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თარგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება იყოს სტატიებში, წესების მიხედვით, მაინც არ ამოვიღე. თუ კიდევ ამუშავებ ამ სტატიას არ ამოვიღებ, თუ არადა სანამ მოუბრუნდები დროებით ამოვიღებ თარგს.--George-09 15:28, 22 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

დიახ თუ შეიძლება ამოვიღოთ დროებით და უახლოეს დღეებში დავასრულებ მაგ სტატიას. დროის უქონლობის გამო სამწუხაროდ ვერ დავასრულე ეგ. --Waiper 09:41, 23 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. სტატიაში ახალ აბზაცზე გადასასვლელად <br> ნუ უთითებთ, ეს ვიკიპედიის სტილი არ არის. უბრალოდ ხაზი გამოტოვეთ. აი, ნახეთ სახელმწიფოს ღალატი-ში ჩემს მიერ შეტანილი ცვლილება. – BruTe () 09:06, 31 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცოდი, მადლობა ინორმაციისთვის, გავითვალისწინებ ამიერიდან. აქვე ერთი კითხვა მექნება, ხომ შეიძლება გავუკეთო გადამისამართება ასეთ გვერდებს ასეთზე? --Waiper 09:18, 31 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
კი, რა თქმა უნდა შეგიძლიათ. გადამისამართება აუცილებელიც კია ყველა აზრობრივად იგივე სათაურიდან ძირითადზე. – BruTe () 16:07, 31 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა!!! ახალი კატეგორია, უწინარეს ყოვლისა ჯერ უნდა შექმნათ კატეგორია. ისე, როგორც იქმნება ჩვეულებრივ გვერდები. კატეგორიების შემთხვევაში ვუთითებთ ზე-კატეგორიას (ზოგჯერ შეიძლება სხვა ინფოს მითითებაც). შემდეგ ჩვეულებრივ, უცხოური ჯატეგორიას დაამატებთ ქართულ ფორმას (აი ასეთი სახით: კატეგორია:ესა და ეს). სულ ესაა. მკითხეთ, თუ ვერ გაიგეთ! თქვენს გვერდით ვარ!!! ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 10:49, 23 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მადლობა გამოხმაურებისთვის. ხო ცოტა ჩავუღრმავდები მაინც. ანუ შევქმენი ჩვეულებრივი გვერდი, ყველაფერი მოვაპირკეთე დამრჩა კატეგორიები. HotCat-ით ვუთითებ კატეგორიას. თუ ასეთი კატეგორია არ არსებობს ჩვეულებრივ წითელია. ვაწვები ამ წითელ კატეგორიას გადავდივარ მის გვერდზე, მიხსნის „იქმნება: „კატეგორია:თეატრები ქალაქის მიხედვით““ და აქ რა ვქნა? აი მაგალითად ჰენრიმ აქ კატეგორია:პარიზის თეატრები დაამატა კატეგორია კატეგორია:თეატრები ქალაქის მიხედვით, რომელიც გაწითლებულია. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა ვიმოქმედო? --Waiper ვიკი ჩვენი არსობისა 11:24, 23 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ესე იგი... როდესაც წითელ ბმულს დააწკაპებთ და შესაქმნელ ფაჯარას ამოაგდებს, უნდა მიუთითოთ ზე კატეგორია. ეს ასე კეთდება: ჩვეულებრივად ტექსტის შესაყვან ველში ხელით (და არა ჰოთქეთით) ჩაწერთ კატეგორია:თეატრები (ამ შემთხვევაში) და დაადგამთ გვერდის შენახვას. შეიქმნება კატეგორია. შემდეგ კი დაამატებთ საერთაშორისო ბმულებს. თუ კიდევ ვერ მიხვდებით აქ ვარ და კიდევ უფრო ჩავუღრმავდები. ვიღიმი ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 12:41, 23 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიებიც ისეთივე პრინციპით იქმნება, როგორც სტატია. ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 12:42, 23 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

უღრმესი მადლობა დეტალური ახსნისთვის, ახლა ყველაფერი გასაგებია. --Waiper ვიკი ჩვენი არსობისა 13:14, 23 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ და არასდროს არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა. მე მიხარია, როცა ვინმეს ვეხმარები. თქვენ კი თქვენი კეთილი ნებით მთელს საქართველოს ეხმარებით! ეს დასაფასებელია! ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 13:25, 23 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „იჯისი“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.

-- ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 04:12, 27 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჯერ სტატია საბოლოო სახისგან შორსაა. ნელ-ნელა დავამატებ ინფორმაციას. წყაროები მივუთითე. --Waiper ვიკი ჩვენი არსობისა 21:51, 28 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია და ძალიან კარგია, ასე გულმოდგინედ რომ მუშაობთ!!! წყაროს თარგი მოვაშორე სტატიას. ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 06:47, 29 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

Hello, saw your contribution on the article "ყირიმის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ". According to the subject and because you can english I would like to ask you translate the small article into Georgian, and add it to the Georgian wikipedia. Thank you in advance for your support/contribution and best wishes!

სამმნიშვნელობიანი ლოგიკა[წყაროს რედაქტირება]

სამმნიშვნელობიანი ლოგიკა — იმედია მიხედავთ. გიო ოქრო 16:56, 26 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

აუცილებლად, დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხე დასრულება ჯერ. უახლოეს დღეებში დავასრულებ ამასაც. --OpusDEI მომწერეთ 06:08, 8 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

შეურაცხყოფა[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ, თავი შეიკავოთ სხვა მომხმარებელთა შეურაცხყოფისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება ვიკიპედიის წესებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. — Mikheil მიწერა 10:23, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

ისრაელის თავდაცვის ძალების წოდებები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ისრაელის თავდაცვის ძალების წოდებები - ძალიან კარგი გამოვიდა. თუ მოიცლი, იქნებ საქართველოს სამხედრო წოდებები-ც გადაამუშავო.--Melberg განხილვაწვლილი 16:37, 27 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

სალამი, აუცილებლად მასაც მოვაწესრიგებ უახლოეს დღეებში. --OpusDEI მომწერეთ 17:23, 27 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
რიგითების და სერჟანტთა სამხრე ნიშნების ხარისხიანი გამოსახულებები არ აღმოჩნდა არც საერთაშორისოში და არც ლოკალურად ჩვენთან. ამიტომ საჭიროა მთლიანად 0-დან ვექტორული გამოსახულების აგება. გავაკეთებ ამ საქმეს მე თვითონ უბრალოდ ცოტა დროში გაიწელება. --OpusDEI მომწერეთ 09:20, 15 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა! ძალიან კარგი - არ გვეჩქარება. იცი, მემგონი კადეტებსაც აქვთ თავისი სამხრე ნიშნები: I, II, III და ა.შ.--Melberg განხილვაწვლილი 09:29, 15 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
კი და უკვე გამზადებული მაქვს კადეტებისთვის, ერთიანად ავტვირთავ --OpusDEI მომწერეთ 09:38, 15 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი. კიდევ ერთი: ხომ არ ჯობია შეესაბამება ნატოს OF-10 და მისთ. გადავიყვანოთ ცალკე სვეტად?--Melberg განხილვაწვლილი 10:25, 15 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ღურბლოვანი გამოთვლები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, OpusDEI. როგორც შევატყვე კომპიუტერულ მეცნიერებაში ჩახედული ხართ. თუ დრო და სურვილი გექნებათ, იქნებ ამ სტატიაში რამდენიმე წინადადება გადმოიტანოთ ინგლისური ვიკიპედიიდან. ძაან გაურკვეველი ტექსტია ქართულ სტატიაში. Gobrona განხილვაწვლილი 07:51, 29 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

სალამი. ტექსტი ცოტა შევასწორე სტატიის არსი გასაგები რომ იყოს. ამჟამად რამდენიმე დაუსრულებელი სტატია მაქვს დამუშავების პროცესში, როგორც კი დავასრულებ მათ, მოვკიდებ მასაც ხელს. მადლობა შეტყობინებისთვის. --OpusDEI მომწერეთ 09:27, 29 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე OpusDEI, მადლობა დიდი :) ეგეც საკმარისია რაც გააკეთე. შემაწუხე თუ რამე დაგჭირდება. Gobrona განხილვაწვლილი 09:48, 29 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
RMaung (WMF) 00:47, 7 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

Reminder: Community Insights Survey[წყაროს რედაქტირება]

RMaung (WMF) 18:56, 20 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

Reminder: Community Insights Survey[წყაროს რედაქტირება]

RMaung (WMF) 15:11, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]