მომხმარებლის განხილვა:Obitauri

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მიხეილ მიწერა 10:59, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. თქვენი საქციელი — სტატიის გადატანა ყოველგვარი განხილვის გარეშე, უკაცრავად, მაგრამ უბრალოდ თავხედობაა. თქვენ რა გგონიათ, მე ვერ გადავიტანდი? მაგრამ ჯერ განხილვის გვერდზე დავწერე, რათა გადამოწმდეს შესაბამის წყაროებში და დადგინდეს სწორი სათაური. — მიხეილ მიწერა 10:59, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სანამ სტატიას გააფართოვებთ, გადახედეთ მასწავლებლებს. ზევით მითითებულია ყველა ბმული და ნუ დაგეზარებათ, გადახედოთ იმას მაინც, თუ რა წერია შიგნით, რათა იცოდეთ, სად რისი დახმარების მოძიებაა შესაძლებელი. --H.McC. (მომწერეთ) 14:38, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, არ არის დაბრუნების შანსი. თუ არ შეგინახავთ. თუ შეიძლება, განხილვებში გზავნილებს ხელი მოაწერეთ ამ ღილაკზე დაწკაპუნებით --H.McC. (მომწერეთ) 16:55, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

დრო გავა, რაღაცეებს ისწავლით ვიღიმი ისე სტატიის ძირითადი ტექსტი იწერება სექციამდე „რესურსები ინტერნეტში“. --H.McC. (მომწერეთ) 17:34, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიის წერა[წყაროს რედაქტირება]

სტატიებს მიუთითეთ წყაროები, კატეგორიები და საერთაშორისო ბმულები! --მიხეილ მიწერა 18:37, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიის შექმნა მხოლოდ ინფოდაფის ჩასმა არაა. სამ წინადადებაზე ნაკლები მოცულობის სტატიები დაუყოვნებლივ იშლება. --მიხეილ მიწერა 20:30, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ ყველას მუშაობის საკუთარი სტილი აქვს, მაგრამ მე გირჩევდით, თავად სტატიის ტექსტით დაგეწყოთ, ხოლო ინფოდაფისათვის მეორადი პრიორიტეტი მიგენიჭებინათ. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 20:48, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხელმოწერა ირევა თქვენი. დატოვეთ ტექსტის შემდეგ და არა ტექსტამდე. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 21:13, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გვერდი[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. განხილვის გვერდიდან არაფერს არ ვშლით, ვაარქივებთ. --მიხეილ მიწერა 10:01, 20 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

დავამატებ, რომ დაარქივება ხდება, როდესაც გვერდი ძალიან ივსება, სურვილის მიხედვით. მე მაგალითად, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვაარქივებ, სხვები - უფრო ხშირად. --H.McC. (მომწერეთ) 10:25, 20 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

იხილეთ აგრეთვე[წყაროს რედაქტირება]

სალამი. პირველ რიგში, ფრაზა უნდა ჟღერდეს, როგორც იხილეთ აგრეთვე. გარდა ამისა, ეს თარგიც არის

{{იხილეთ აგრეთვე|აქ ჩასვამ ტექსტს}}

და თავისით შექმნის ასეთ რამეს, ვთქვათ

იმედია, გამოგადგება. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 12:26, 20 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიები ბოლომდე[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. შეგახსენებთ, რომ სტატია უნდა მიიყვანოთ ბოლომდე, ნუ გავიწყდებათ წყარო, კატეგორია და საერთაშორისო ბმულები. --მიხეილ მიწერა 14:33, 15 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურისგან განსხვავებით, ქართულ ვიკიში სათაურში ფრჩხილებს ვიყენებთ და არა მძიმეს, სტატია უნდა შეგექმნათ ასე „კუკავა (სლოვენია)“ და არა ასე „კუკავა, სლოვენია“. სანამ ვნახავდი, მეგონა ვინმე პიროვნებაზე იყო სტატია ვიკრიჭები ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი წინა წერილი! --მიხეილ მიწერა 21:03, 15 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
სტატიის დასაწყისში, სიტყვა არის ნაცვლად გამოიყენეთ ტირე (—). თუ კლავიატურაზე არ გაქვთ, რედაქტირების ქვედა პანელში შეგიძლიათ ნახოთ. --მიხეილ მიწერა 21:12, 15 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურ ვიკიპედიაზე დახმარება მჭირდება[წყაროს რედაქტირება]

ინგლისურ ვიკიპედიაზე ბევრი შეცდომა ვნახე და გადავასწორე საქართველოს შესახებ, მაგრამ "Edit warring"-სთვის დამბლოკეს, უკვე მეორედ. ვინმეს შეუძლია სტატიები გადაასწოროს? --LEGO განხილვაწვლილი 14:03, 22 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ასეთი რაღაცეები უნდა დაწეროთ ფორუმში. საკუთარ განხილვაში რომ წერთ, შეიძლება, არავინ შემოიხედოს. რაც შეეხება ბლოკს - დაგბლოკავენ, თუნდაც ცამდე მართალი იყოთ, უნდა მოიყვანოთ დასაბუთებები + განხილვაშიც შეიძლება მოგიწიოთ დაწერა. რაც ჩვენთვის ბუნებრივია, იმათთვის სადავო საკითხს წარმოადგენს. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:27, 22 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

უსამართლოდ არ დაგბლოკავდნენ, გადავხედე თქვენს წვლილს და როდესაც ასეთ სადავო თემებს ავტორიტეტული წყაროს გარეშე არედაქტირებთ, შედეგი ლოგიკურია. — მიხეილ მიწერა 14:31, 22 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]