მომხმარებლის განხილვა:Geo david

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

დათო1010 15:26, 5 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ექსპერიმენტებისათვის გამოიყენეთ საკუთარი სავარჯიშო გვერდი. სერიალების სტატიის ნიმუში აიღეთ ნებისმიერი გამართული სტატიიდან, თუნდაც აქედან. თუ სტატია ქართულ ვიკიპედიაში არ არსებობს (ვთქვათ, რომელიმე რეჟისორზე), ინგლისურ ვიკიპედიაზე ბმულს არ ვაკეთებთ. ბმულების გაკეთება ახსნილია აქ --H.McC. (მომწერეთ) 16:09, 6 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. სხვაენოვან ვიკიპედიას წყაროდ არ ვიყენებთ. --მიხეილ მიწერა 17:02, 6 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „ჩემს ყოფილს ვუნდივარ (ტელესერიალი)“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.

BruTe () 16:52, 8 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

საერთაშორისო ბმულები[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს, სტატიას აუცილებლად მიუთითე საერთაშორისო ბმულები. --მიხეილ მიწერა 18:10, 9 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ვინ არიან იუდას ქალები?[წყაროს რედაქტირება]

სალამი. „ვინ არიან იუდას ქალები?“ - ასეთი სათაურები სექციებს ნაკლებად უხდება, ვინაიდან უფრო არავიკიპედიურია. საერთოდ უნდა შევეცადოთ, რომ ვიკიპედიის სტატიებში გაზეთების, ჟურნალების და ა.შ. სტილისტიკა არ გვქონდეს. ამიტომ უბრალოდ შევცვალე 'იუდას ქალები'-თ. --H.McC. (მომწერეთ) 13:11, 13 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ერთს გთხოვ კიდევ - სტატიების თავში „-“ს რომ იყენებ, მაგის მაგივრად გრძელი „—“ გამოიყენე, ასეთი პრინციპი გვაქვს. ანუ პირველი არის დეფისი, ხოლო მეორე - ტირე და მათ შორის განსხვავებაა, ტირე უფრო გრძელია და მაგას ვიყენებთ სტატიების თავში. თუ არ გაქვს კლავიატურაზე, სტატიის რედაქტირებისას ქვევით ნახავ, 'დამატებით ნიშნებში'. დაახლოებით აქ არის - „“ «» - – — … . . . °

სტატიებს რაც შეეხება, დამოწმდა. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 13:37, 13 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

როდესაც გსურს, შეცვალო სახელი, სტატია გადაგაქვს. რიგ შემთხვევაში უნდა შეუთანხმო სხვა მომხმარებლებსაც, მაგრამ თუ შენი სტატიაა, რომელსაც შეცდომით დაარქვი სახელი, აკეთებ ასე - ზევით ნახულობ ვარსკვლავს და მის გვერდით არის ჩამოსაწევი ისარი და წერია 'გადატანა'. მომავალში ასე გააკეთე. ამჟამად კი სტატიაში ჩასმულია

#გადამისამართება [[ჩემს ყოფილს ვუნდივარ (ტელესერიალი)]]

რაც ნიშნავს, რომ გადამისამართდება ტელესერიალის სტატიაზე. --H.McC. (მომწერეთ) 13:43, 13 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ახლა ვნახე ბოლო შეტყობინება და გადავიტან. ანუ ტელესერიალიდან ტელენოველაზე? --H.McC. (მომწერეთ) 13:43, 13 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია. უბრალოდ ვერ გავიგე, რატომ შექმენი ცალკე [[ჩემს ყოფილს ვუნდივარ (ტელესერიალი)]], შენ უკვე ისედაც გქონდა [[ჩემს ყოფილს ვუნდივარ (ტელენოველა)]] ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 13:46, 13 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

  • განხილვებში (მომხმარებლების და სტატიების განხილვების გვერდებზე) ხელს ვაწერთ (ჩემი განხილვის თავში ახსნილია, როგორ ხდება ეს).
  • ყოველ ახალ გზავნილზე ახალი სექცია არ კეთდება.
  • რაც შეეხება ცვლილებებს, ამაზე ნუ ღელავ, შეგიძლია რამდენიც გინდა, წერო, მერე შემოვალ და ვნახავ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აქ 24 საათი არ ვზივარ. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოწმდება. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 13:57, 13 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
  • ჩვენთან 'მოდერატორები' არ არიან, უბრალოდ 'ადმინისტრატორები' ეწოდება.
  • ხელმოწერას ვტოვებთ მხოლოდ განხილვის გვერდებზე. განხილვის გვერდი არის ის გვერდი, რომელზეც ამ წამს ვწერ და რომელიმე სტატიის განხილვის გვერდი, მაგალითად ეს.
  • ცვლილებები ბოლომდე არ აისახება ადმინისტრატორის გამოჩენამდე. იმისათვის არის ეს, რომ გართობის ან რამის გაფუჭების მიზნით შემოსულმა პიროვნებამ არ გააფუჭოს სტატია. ვიღიმი ვანდალიზმი ვიკიპედიაში ყოველდღიური მოვლენაა, სამწუხაროდ. --H.McC. (მომწერეთ) 14:07, 13 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

დავადასტურე, მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვ - ხელმოწერა დატოვე განხილვებში, რომ მივხვდე, ვინ რა მომწერა და ყოველ ახალ ნაწერზე ახალ სექციას ნუ გამიხსნი, არ აქვს ამას ასეთი მნიშვნელობა, გვერდი ივსება უბრალოდ გაუგებარი უსათაურო სექციებით. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 14:30, 13 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა დათო. სტატიაში ხელს არ ვაწერთ. — მიხეილ მიწერა 18:53, 12 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს დათო. ამ სტატიაში გამოიყენე მსახიობის ინფოდაფა. — მიხეილ მიწერა 11:21, 7 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

აი ამ ბმულიდან ამოაკოპირე დაფა და ეს ჩასვი. — მიხეილ მიწერა 11:31, 7 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ თუ არა ის ფოტო, რომელიც ვიკისაწყობში commons დევს - სანამ იქ ფოტო დევს, სხვა ფოტოს გამოყენება ინფოდაფაში აკრძალულია ზოგადად ვიკის წესებით. ამავე დროს, სხვა ფოტოების ჩასმა დასაშვებია სტატიის სხვა არეში. --H.McC. განხილვაწვლილი 10:01, 8 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჩვენი ახირება არ გეგონოთ. ყველაზე ცნობილი შემთხვევა მქონდა - მაიკლ ჯექსონის სტატიაში მედო ფოტო, რომელიც მის უკანასკნელ პერიოდს უფრო კარგად ასახავდა, მიუხედავად ამისა, ამომაღებინეს და ჩამასმევინეს ფოტო, რომელიც ყველგან გამოიყენებოდა - თეთრ სახლში 1984 წლის ვიზიტიდან. თუ სურათი საერთოდ არ არის ვიკისაწყობში, მაშინ ინფოდაფაში საკუთარს ვიყენებთ ვიღიმი ცალკე შემთხვევებში ვიკისაწყობში ნახატებიც დევს (მომღერლის ან მსახიობის). მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, ნახატს ფოტო უნდა ჯობდეს, ვიყენებთ იმ ნახატს. --H.McC. განხილვაწვლილი 14:46, 8 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

მითითება (ფოტოგალერეები)[წყაროს რედაქტირება]

მცირე მითითება. საერთოდ, ამ ფოტოგალერეებს ვერიდებით. მით უმეტეს, თუ საუბარია გამოგონილ პერსონაჟებზე. დიდი რაოდენობის ფოტოსურათები სტატიაში სასურველი არ არის, ამას ადმინისტრაციაც დაგიდასტურებთ. --H.McC. განხილვაწვლილი 21:56, 16 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ამასთან - შეგიძლია მთავარი პერსონაჟების (2-3-ს ან რამდენიც არის) ფოტოსურათები იქვე ჩამოაწყო სადმე. 2-3 არაფერია. --H.McC. განხილვაწვლილი 22:00, 16 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

მშვენივრად გამოიყურება. მაგრამ ისევ - თუ გინდა მაინც რომელიმე, სურვილისამებრ 2-3 მთავარი პერსონაჟის ფოტო დასვი მაგეების გარეთ. ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 22:14, 16 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

სალამი. მესმის, რომ ჯერ სავარჯიშოში წერ. მაგრამ აიხედე ზევით და გაიხსენე - ფოტოსთან დაკავშირებით უკვე ერთხელ დაგეხმარე. commons-ის საცავი გამოვიყენოთ ინფოდაფისთვის, ხოლო ატვირთული ფოტოები სტატიის სხვა არეში ჩავსვათ. --H.McC. განხილვაწვლილი 15:50, 25 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]