მომხმარებლის განხილვა:ზუფანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

BruTe () 07:45, 5 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ძალიან კარგი სტატიაა. შეიძლება მინიმალური შესწორებები დასჭირდეს, მაგრამ ძირითადად ძალიან კარგად მიდის. ერთ რამეს უბრალოდ გთხოვთ - კარგი იქნებოდა, სათაურები (წიგნების) ერთმანეთისგან გამოვყოთ „“-ებში ჩასმით (ზედა და ქვედა ბრჭყალები). კლავიატურაზე თუ არ გაქვს, ეს ფუნქცია არის რედაქტირების ქვედა პანელში. წიგნებისათვის ასე აჯობებს. შეიძლება სტატიის დასაწყისში უბრალოდ დავტოვოთ, როგორც არის, სათაური - მუქად. მაგრამ ტექსტის ძირითადად ნაწილში თუ არის ნახსენები სხვა წიგნები, იყოს ბრჭყალებში. ეს ცვლილება შეიტანეთ თქვენს სტატიაში და შემდგომ დახვეწაზე მერე ვიფიქროთ. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 23:23, 7 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი. ორი განმარტება:

  • რაც შეეხება ტოლკინს - მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედია საერთო სამჭედლოა, როდესაც ტოლკინზე თავდაპირველად მე ვწერდი, მივიღე ოპტიმალური გადაწყვეტილება თარგმანებთან დაკავშირებით. ხშირი კამათის გამოწვევი ჰობიტების სახელ-გვარების და სხვა გარკვეული სახელების თარგმნას (ველვარდნილი, შუაველი არის სხვადასხვა თარგმანში რივენდელის სახელწოდებები, მაგალითად) ვამჯობინე, დამეტოვებინა, როგორც იყო. მიზეზი - რამდენი მთარგმნელიც არის, იმდენი ვერსიაა და თუ ვინმე 10-20 წელიწადში გამოსცემს ტოლკინის საკუთარ თარგმანებს, დამეთანხმები, არც თუ კომფორტულია, ადგე და ვიკიპედიაში ყველა სახელი შეცვალო. ძირითადად გამოიყენება ორიგინალური სახელები და 10-დან 1-2 შემთხვევაში - ის, რაც ნ. სამუშიას თარგმანში წერია (თუკი ძალიან დიდი კრიზისია გადმოტანაზე).

გარდა ამისა, სტატიის სათაურის გადარქმევას ვიკიში გადატანა ეწოდება და ტექნიკურად ისე გამოდის, რომ მრავალჯერ გადატანილი სტატია იქნება. ამას ვერიდებით ზოგადად ვიკის მასშტაბით.

  • ახლა პირველი კითხვა - გარკვეული მოვლენების, თვისებების და ა.შ. ბრჭყალებში ჩასმა საჭირო არ არის. გვაქვს ასევე '''', მაგრამ ისინი კურსივისთვის არის. როდესაც საჭიროა, გამოიყენეთ თავისუფლად. კიდევ გვაქვს ბრჭყალების გამოყენების ასეთი ვარიანტიც. ვთქვათ, ვწერთ სტატიას სემ გემჯიზე. ამ შემთხვევაში ზედა-ქვედა ბრჭყალები გამოიყენება ასე -

სემუაიზ „სემ“ გემჯი — პერსონაჟი ჯ. რ. რ. ტოლკინის რომანებიდან.

ზოგადად პასუხებს საკუთარ განხილვაშივე ვწერ, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი გავაკეთე და თუ რამე კითხვა იქნება, გიპასუხებთ. ვხედავ, რომ სტატიის ზოგადად ფორმატირება და სტრუქტურა სწორად გესმით, რაც ძალიან კარგია. --H.McC. (მომწერეთ) 09:27, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

არაფრის, პირიქით, მადლობა შემჩნეული ტექნიკური უზუსტობისათვის. ისე, ჯობია, რომ თქვენს სტატიაში წიგნების ყდები ჩაისვას (როგორც ორიგინალურშია, სერიის ყველა ყდა). სალიცენზიო თარგის მაგალითი შეგიძლია ამოიღოთ ამ სურათის რედაქტირებიდან, ხოლო სურათი - პირდაპირ აქედან და ატვირთოთ აქ. და ლიცენზიაში მონაცემები შესაბამისი მონაცემებით შეცვალოთ. პერსონაჟის სურათი შეგიძლიათ ქვევით ჩაწიოთ, ინფოდაფის შემდეგ, მარჯვნივ რომ დაჯდეს. როდესაც სტატია ვრცელი გახდება, უფრო ლამაზად დაჯდება. --H.McC. (მომწერეთ) 10:31, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

როდესაც საერთო საცავშია ატვირთულია, ფაილს აწერია ქვეშ, რომ Commons-შია. მაგ შემთხვევაში, შეგიძლიათ ნებისმიერ ენოვან ვიკიპედიაში ატვირთვის გარეშე დაამატოთ ვიღიმი წარმატებები! --H.McC. (მომწერეთ) 10:48, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ყველაფერი რიგზეა მეორე შემთხვევაში — G.G. 11:40, 8 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი, რატომ „ფენტეზ“? რატომ იკვეცება? გამართულად არის 'ფენტეზი' ან 'ფენტეზის ჟანრის'. --H.McC. (მომწერეთ) 10:12, 11 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]