მომხმარებელი:Basilivartagava

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Windows 10ოპერაციული სისტემა პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი შემუშავებულია კომპანია Microsoft-ის მიერ, როგორც Windows NT სერიის ოპერაციული სისტემა. მისი, როგორც Windows 8.1-ის გაგრძელების გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 30 სექტემბერს. სისტემის სრული ვერსია გამოვიდა 2015 წლის 29 ივლისს.

Windows 10-ში პირველად არის წარმოდგენილია ე.წ. „უნივერსალური პროგრამები“, Metro-ს სტილის პროგრამების ახალი ვერსიები, რომლებიც Microsoft-ის სხვადასხვა ტიპის პროდუქციაში არის ხელმისაწვდომი - პერსონალურ კომპიუტერებზე, პლანშეტებზე, სმარტფონებზე, ჩასმულ პროგრამებში, Xbox One-ზე, Surface Hub-ში და Mixed Reality-ში. Windows-ის მომხმარებლის ინტერფეის გადამუშავდა ისე, რომ ზოგიერთ მოწყობილობაზე გადართვა მაუსს და სათითურს შორის მარტივად ხდება. ყველა ინტერფეისს ახლავს განახლებული დაწყების მენიუ, რომელშიც შეთავსებულია Windows 7-ის ტრადიციული დაწყების მენიუ და Windows 8-ის მოზაიკა. Windows 10-ის პირველ ვერსიაში აგრეთვე წარმოდგენილია ვირტუალური სამუშაო დაფა, ხელების ანაბეჭდების იდენტიფიცირების მხარდაჭერა და სახის ამოცნობა, კორპორატიული გარემოების უსაფრთხოების ელემენტები და DirectX 12 / WDDM 2.0-ის მხარდაჭერა, რათა შესაძლებელი იყოს ახალი მხარდაჭერა.

Windows 8ოპერაციული სისტემა Microsoft Windows-ის ვერსია, გამოსული პერსონალური კომპიუტერებისთვის, მათ შორის - საშინაო და ბიზნეს გარემოს კომპიუტერებისთვის, ლეპტოპებისთვის, პლანშეტებისთვბის და სახლის კინოთეატრებისთვის. მასზე მუშაობა დაიწყო Windows 7-ის 20011 წელს გამოსვლის შემდეგ. სისტემის გამოსვლის შესახებ განაცხადეს 2012 წელს. ორგანიზაციებისთვის იგი 2013 წლის 1 აგვისტოს გამოვიდა, ხოლო ძირითადი მომხმარებლისთვის - 2013 წლის 26 ოქტომბერს.

Windows XPMicrosoft-ის ოპერაციული სისტემა რომელიც შედის Windows NT-ის ოჯახში. იგი გამოუშვეს 2001 წლის 25 ოქტომბერს. სახელწოდება XP წამოვიდა ინგლისური სიტყვიდან experience (გამოცდილება). სისტემის გამოცემიდან მოყოლებული, 2006 წლის იანვრის მონაცემებით მთელ მსოფლიოში უკვე გამოიყენებოდა მისი 400 მილიონი ასლი. სისტემის წარმატებამ გამოიწვია Microsoft-ის შემდეგი ოპერაციული სისტემით, Windows Vista დაინტერესება (რომელიც 2007 წლის 30 იანვარს გამოვიდა).

არსებობს Windows XP-ს რამდენიმე გამოცემა. ყველაზე ცნობილია Windows XP Home Edition (სახლისათვის) და Windows XP Professional (დამატებითი ფუნქციებით, რომელთა შორის არის სერვერების დომენებისა და ორი ფიზიკური პროცესორის მხარდაჭერა). ასევე პოპულარობით სარგებლობდა Windows XP Media Center Edition, რომელიც გათვლილი იყო ისეთ კომპიუტერებზე, რომელთა მფლობელები ტექნიკას მხოლოდ ტელეეთერის სანახავად და მუსიკის მოსასმენად იყენებდნენ. ხოლო Windows XP Tablet PC Edition შეიქმნა პლანშეტის ტიპის კომპიუტერების მფლობელთათვის.

Windows XP ორი ტიპის - 64 და 32 ბიტიანი - პროცესორისათვის იქნა გამოცემული.

2014 წლის 8 აპრილს, Microsoft-მა Windows XP-ის მხარდაჭერა ოფიციალურად შეწყვიტა.

Windows 98
შემქმნელი Microsoft
წყაროს მოდელი დახურული
ძირითადი

ხელმისაწვდომობა

ივნისი 25, 1998; 20 წლის წინ
უკანასკნელი გამოშვება მეორე (4.10.2222 A) / მაისი 5, 1999; 19 წლის წინ
ბირთვის ტიპი მონოლითური
ლიცენზია კომერციული
წინა Windows 95 (1995)
შემდეგი Windows ME (2000)
ოფიციალური საიტი microsoft.com
მხარდაჭერის სტატუსი
ძირითადი მხარდაჭერა დასრულდა 2002 წლის 30 ივნისს.

გაფართოებული მხარდაჭერა დასრულდა 2006 წლის 11 ივლისს.

Windows 98Microsoft Windows-ის ვერსია. პირველად გამოვიდა 1998 წლის 25 ივნისს და წარმოადგენდა Windows 9xკატეგორიის რიგით მეორე მნიშვნელოვან ოპერაციულ სისტემას. მასში გაერთიანებული იქნა როგორც 16, ასევე 32 ბიტიანი ბირთვების ფუნქციები.