მომხმარებელი:ცოტნე ნოზაძე2005

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ებრაული ხელნაწერები ძველი აღთქმა ტრადიციულად სამ ნაწილად იყოფა:თორას ხუთი წიგნი,ნევიიმი და კეთუბიმი. თანამედროვე ებრაელები წიგნების ამ კრებულს ,,თანახს უწოდებენ(სიტყვა,,თანახიშეიქმნა ძველი აღთქმის ხსენებული სამი ნაწილის სახელწოდებების პირველი ასოების გაერთიანებით). თავის მხრივ, ძველი აღთქმის თითვეული ნაწილი იყოფა წიგნებად ან კრებულებად. ებრაული ბიბლია ქრისტიანული ბიბლის უდიდესი ნაწილს შეადგენს და თანამედროვე სახე,სავარაუდოდ,ახ.წ. 2 საუკუნის განმავლობაში მიღო. თორა თორა, იგივეა ხუთწიგნეული ანუ მოსეს ხუთი წიგნი, ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს აერთიანებს,დაბადებით დაწყებული, მეორე რჯულით დამთავრებული. ეს ხუთი წიგნი საფუძვლად უდევს იუდაისტურ სარწმუნოებას,რადგან გვთავაზობს არა მხოლოდ ფუნდამენტურ რელიგიურ, სოციალურ თუ სამართლებრივ კანონებს, არამედ შექმნილია ებრაული ტომების წიაღში.ებრაული ერი სწორედ თორას იდეოლოგიურმა საფუძველმა შეკრა და მის გამო მიიჩნევს თავს უფლის რჩეულ ხალხად.უშუალოდ სიტყვა ,,თორა სწავლებას,ანუ კანონს ნიშნავს.აქედან გამომდინარე, როდესაც ბიბლიის ავტორები ან პერსონაჟები ,,კანონს ან ,,მოსეს წიგნებს ახსენებენ,სწორედ თორას გულისხმობენ.სინაგოგებში თორა ,,სეფერ თრაზე ანუ თორას გრაგნილზე იწერება, ხოლო ავტორი სპეციალურად მომზადებული გადამწერია.ტრადიციის თანახმად,გრაგნილზე ამოტვიფრული ეთიკური კოდექსი 613 მიცვოთისგან ანუ მცნებისგან შედგება; მათ შორის 248 კანონია, ხოლო 365-აკრძალვა.რამდენიმე ებრაელმა სწავლულმა შეაგროვა დამატებითი სწავლულების საკმაოდ მსხვილი კრებული, რომელიც ერთგვარად ავსევსებს და ინტერპრეტაციას უკეთებს თორაშიჩამოყალიბებულ კანონებს.მიშნამ(,,განმეორებითმა სწავლებამ)დასრულებული ფორმა 3 საუკუნეში შეიძინა, თუმცა მისი გარკვეული ფრაგმენტები უფრო ძველია.ტრადიციულად, მიშნას ავტორად ითვლება რაბინი იუდა ჰანასი(135-200). ბაბილონსა და ისრაელში მოღვაწე სწავლულების ორი ჯგუფი 3-6 საუკუნეებში მიშნას შესწავლას შეუდგა. მათი ანალიზისა და კომენტარების საფუძველზე შეიქმნა კიდევ ორი ნაშრომი,რომლებსაც ,,გემარას სახელით იცნობენ(,,გემარასისრულეს ნიშნავს ). მიშნა და გემარა თავის მხრივ შეადგენს თალმუდს-თანამედროვე იუდაიზმის ძირითად ტექსტს. ვინაიდან გემარა ორია, თალმუდიც ორია:იერუსალიმის(ანუ პალესტინური) თალმუდი და ბაბილონის თალმუდი. თორასგან განსხვავებით, რომელიც ღვთაებრივ და სრულყოფილ ნაწარმოებად ითვლება, გემარას ინტერპრეტაცია ორივე სკოლის მიერ ნებადართულია. ნივიიმი თანახის მეორე ნაწილს ნევიიმი ანუ ,,წინასწარმეტყველებანიეწოდება.მან თანამედროვე სახე დახლოებით 100 წელს შეიძინა იამნიის რაბინთა საბჭოში.ნევიიმი ორ ნაწილად იყოფა. ,,ძველი წინასწარმეტყველების ნაწილი შეიცავს იესო ნავეს ძეს, მსაჯულთა და მეფეთა წიგნებს, სადაც მოთხრობილია ებრაელთა ისტორია ძვ.წ. 586 წლამდე ანუ ბაბილონში გადასახლებამდე. იესო ნავეს ძე სწორედ ის ადმაიანია, რომელიც ებრაელებს აღთქმული მიწისკენ მიუძღვება. ,,გვიანდელი წინასწარმეტყველების წიგნებს შორის არის ესაიას, იერემიასა და ეზეკიელის წიგნები, ხოლო 12 ,,მცირე წინასწარმეტყველიაერთიანებს ოსიას,იოველის,ამოსის,აბადიას,იონას, მიქას,ნაუმის,აბაკუმის,ანგიას,სოფონიას,ზაქარიას და მალაქიას წიგნებს.ამ შემტხვევაში ,,მცირეგულისხმობს თხრობის ლაკონიურ სტილს და არ მიანიშნებს ავტორების ნაკლებ მნიშვნელობაზე. ქეთუბიმი წიგნების ბოლო კრეებულია ქეთუბიმი ანუ ,,ნაწერები. ის მრავალფეროვანი ჟანრის წიგნებს აერთიანებს. აქ გხვდება ისტორიული ჟანრი(ნეშტთა,ეზრა,ნეემია), პროზა(რუთი,ესთერი,იობი),პოეზია(ქებათა-ქება,გოდება)და ,,სიბრძნის წიგნები(ეკლესიასტე,იგავნი).აქვე შედის დანიელ წინასწარმეტყველის წიგნიც(ისტორიული ცნობებისა და წინასწარმეტყველებების ნაზავი)და 150 საეკლესიო სიმღრისაგან ანუ სასიმღერო ლექსისგან შედგენილი ფსალმუნები. ზოგი ფსალმუნი მედიტაციური ბუნებისაა და ტანჯვის არსზე მოგვითხრობს, ხოლო სხვები უფლისადმი მოწიწებას გამოხატავს.მრავალი ფსალმუნი ეკლესიაში დღესასწაულებზე იკითხება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბენაშვილი გ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 16-17.