მომხმარებელი:სამედიცინო პორტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული სამედიცინო პორტალი Vipmed.ge[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამედიცინო პორტალი ვიპმედი, გახლავთ 2 ენოვანი (ქართული და ინგლისური) სამედიცინო პორტალი საქართველოში - https://vipmed.ge

სამედიცინო პორტალი ვიპმედი შეიქმნა 2011 წლის ოქტომბერში. ჩვენი გუნდი გაერთიანდა ერთი იდეის ირგვლივ, გადავწყიტეთ გადაგვედგა ნაბიჯი და შეგვექმნა სამედიცინო პორტალი, რომლის მეშვეობით საზოგადოებას მიეცემოდა საშუალება გაეცნოთ საქართველოში მოღვაწე წარმატებულ ექიმებს.

საიტის ნახვადობა Google Analytics-ის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ წლის განმავლობაში მილიონზე მეტ მნახველს მოიცავს, როგორც ადგილობრივი მომხმარებლების, ასევე საიტის ვიზიტორებს პოსტ საბჭოთა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან.

ეს არის მუდმივად მზარდი სამედიცინო ინტერნეტ-პორტალი, რომელშიც გაერთიანებულია ბევრი სხვადასხვა სახის ინტერნეტ მომსახურება (კერძოდ: მუდმივად განახლებადი სამედიცინო სიახლეები, ექიმების სტატიები აქტუალურ თემებზე, სამედიცინო მომსახურებაზე ფასდაკლების აქციის, ვიზიტის დაჯავშნის მომსახურება და სხვა საინტერესო ფუნქციები როგორც პაციენტებისათვის ასევე ექიმებისთვის.

აქტუალურია სამედიცინო პორტალის რუბრიკა - ინტერვიუ ექიმთან, რომელიც იდება ჩვენს საიტზე პოსტის სახით. რუბრიკის მიზანია - მიაწოდოს საზოგადოების ფართო ფენას ყველა ის საინტერესო სამედიცინო მოვლენები (სამედიცინო სფეროს სიახლეები, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები და დაავადებები, ანალიზი და სტატისტიკა და ა.შ.), რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში.

Vipmed.ge-ს საიტზე განთავსებული ექიმები და კლინიკები, ძირითადად როგორც Google-ს, ასევე სხვა საძიებო სისტემაში (BING, MSN, Yahoo და სხვა ) როგორც წესი ამოდის პირველ სამეულში.

სამედიცინო პორტალი Vipmed.ge კატეგორიები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ შეგიძლიათ მარტივად მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ექიმი დარგის, კატეგორიის ან ქვეკატეგორიის მიხედვით. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ძირითადი კატეგორიები.

სამედიცინო ადმინისტრაცია, მენეჯმენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამედიცინო ადმინისტრაცია, მენეჯმენტის კატეგორია - სამედიცინო დაწესებულების წარმატების მნიშვნელოვანი რგოლი, მედპერსონალის გარდა, ის ბირთვია, ვინც სწორ სამედიცინო მენეჯმენტს და ადმინისტრირებას განაპირობებს. კლინიკის მენეჯმენტი უზრუნველყოფს ჯანსაღი გუნდის ფორმირებას, შედეგზე ორიენტირებულ სერვისს და პაციენტის კმაყოფილებას.

ანესთეზიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანესთეზიოლოგია - კლინიკური მედიცინის დარგია, რომელიც მოიცავს სრულ პრე- ინტრა და პოსტოპერაციულ ანესთეზიურ უზრუნველყოფას ქირურგიული ოპერაციების ან დიაგნოსტიკური მანიპულაციების დროს (სადაც ანესთეზიაა ნაჩვენებია), პოსტანესთეზიური (გამოფხიზლების) პერიოდის მართვას, აგრეთვე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი (ქირურგიული და თერაპიული პროფილის) პაციენტების მონიტორინგსა და მკურნალობას, ვიდრე ისინი საჭიროებენ.

რეანიმაცია - არის მწვავე ავადმყოფის ფიზიოლოგიური დარღვევების გამოსწორების პროცესი (მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა ან გულისცემა). ეს არის ინტენსიური თერაპიის, ტრავმული ქირურგიისა და გადაუდებელი მედიცინის მნიშვნელოვანი ნაწილი.

სამედიცინო პორტალზე გაწევრიანებულნი არიან: მედიცინის დოქტორი ნიკოლოზ რთველიაშვილი, დავით ყაზაიშვილი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი კახა ნურალიძე, თსუ დოქტორანტი თამარ გოგიჩაიშვილი, კენეტ უოკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ კვაჭაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი ლევან რატიანი და სხვა განთქმული ექიმი-ანესთეზიოლოგები.

ანგიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგიოლოგია - მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის სისხლძარღვოვან სისტემას - არტერიებს და ვენებს, მათ სტრუქტურასა და ფუნქციონირებას, სისხლძარღვთა დაავადებებს. ასევე დაავადების დაწყების მიზეზებს, სიმპტომებსა და განვითარებას, მათი მკურნალობის მეთოდებს და პრევენციას.

სამედიცინო პორტალზე გაწევრიანებულნი არიან: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით ფარღალავა, პროფესორი კონსტანტინე ყიფიანი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი ირაკლი ფერაძე და სხვა განთქმული ექიმი-ანგიოლოგები.

გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გინეკოლოგია - მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ქალის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ თავისებურებებს, მათ დარღვევებს. ვიწრო გაგებით გინეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიას და პათოლოგიას, გინეკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობას. მჭიდროდ არის დაკავშირებული მეანობასთან.

რეპროდუქტოლოგია - მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიას (პირველ რიგში უშვილობას, როგორც მამაკაცის ასევე ქალის) და სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში განვითარებული რეპროდუქციული დარღვევების პროფილაქტიკას.

სამედიცინო პორტალზე გაწევრიანებულნი არიან: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი მადონა ჯუღელი, მედიცინის დოქტორი (საფრანგეთი) ირაკლი თოდუა, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი დევი ტაბიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი, პათოლოგანატომი და ემბრიოლოგი ნინო მუსერიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ პროფესორი მაკა (მანანა) გეგეჭკორი და სხვა განთქმული ექიმი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგები.

დერმატოლოგია-ვენეროლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დერმატოლოგია - ანუ დერმატოპათოლოგია, მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის კანის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს, სტრუქტურას და დაავადებებს, რომლებიც ხასიათდებიან კანის საფარველის, თმების და ფრჩხილების პათოლოგიური ცვლილებებით, და ასევე აწარმოებს ამ დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.

სამედიცინო პორტალზე გაწევრიანებულნი არიან: მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი გიორგი გალდავა, მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი გიორგი თვალიაშვილი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თინა ქიტუაშვილი და სხვა განთქმული ექიმი დერმატო-ვენეროლოგები.

კარდიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარდიოლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის გულისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. კარდიოლოგია უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვოვანი სამედიცინო დახმარების ყველა ასპექტს - დიაგნოსტიკური ტესტირებიდან თერაპიასა და თითოეული პაციენტის მკურნალობის გეგმის ინდივიდუალურ დინამიურ კორეკტირებამდე საუკეთესო შედეგების მიღების მიზნით.

სამედიცინო პორტალზე გაწევრიანებულნი არიან: მედიცინეს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, FESC - ზურაბ ფაღავა, მედიცინის დოქტორი სოლომონ ზეიკიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი არითმოლოგი ზვიად მათოშვილი და სხვა განთქმული ექიმი-კარდიოლოგები.

უროლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უროლოგია - კლინიკური მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ქალებში საშარდე სისტემის ორგანოების დაავადებებს და მამაკაცებში საშარდე სისტემის ორგანოების და სასქესო ორგანოების დაავადებებს, შეიმუშავებს მათი მკურნალობის და პროფილაქტიკის მეთოდებს. ასევე უროლოგიაში გამოიყენებს ქირურგიული ჩარევის მკურნალობის მეთოდსაც.

სამედიცინო პორტალზე გაწევრიანებულნი არიან: მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მედიცინის დოქტორი დავით ნიკოლეიშვილი, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ვლადიმერ პაპავა, მედიცინის დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე ხელაია, მედიცინის დოქტორი, თსსუ ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ხუსკივაძე და სხვა განთქმული ექიმი-უროლოგები.

მამოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამოლოგია - (მასტოლოგია) ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის სარძევე ჯირკვალში მიმდინარე სხვადასხვა ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს. დღესდღეობით მედიცინის ეს დარგი ძალზედ მოთხოვნადია, რადგანაც სარძევე ჯირკვლების დაავადებები სულ უფრო ხშირად გვხვდება. მამოლოგია შეიცავს სარძევე ჯირკვლის ყველა პათოლოგიის დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას, გამოიკვლევს ამა თუ იმ დაავადების წარმოქმნის მიზეზს.

სამედიცინო პორტალზე გაწევრიანებულნი არიან: მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი კახაბერ ბარამიძე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ზაზა ყატაშვილი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, თსსუ ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე,

ქირურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქირურგია - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს დაავადებათა უპირატესად ოპერაციული გზით მკურნალობის მეთოდებს. ქირურგიული მიმართულებები უზრუნველყოფენ თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიების ფართო სპერქტრის მქონე ნებისმიერი ასაკის პაციენტების ზოგად ან სპეციალიზირებულ ქირურგიულ მკურნალობას. ქირურგიაში იყენებენ, როგორც პირობით ჩვეულებრივ (ღია) მიდგომას, ასევე მინი ინვაზიურ მეთოდებს (ლაპარასკოპია, თორაკოსკოპია, ენდოვასკულური მკურნალობა და სხვა).

  1. ზოგადი ქირურგია - არის ქირურგიული დისციპლინა, რომელიც ეფუძნება საბაზისო ცოდნას (ანატომია, ფიზიოლოგია, მეტაბოლიზმი, იმუნოლოგია, ნუტრიციოლოგია, პათოლოგია, ჭრილობის მართვა, შოკი და რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია, ონკოლოგია) და რომელიც წარმოადგენს საერთო საფუძველს ყველა ქირურგიული სპეციალობისთვის. სამედიცინო პორტალზე გაწევრიანებულნი არიან: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ს პროფესორი კახა ვაჭარაძე, მეცნიერი ირაკლი ბებიაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია ლომთათიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია თომაძე, მედიცინის დოქტორი ქირურგი​-ტრანსპლანტოლოგი მიხეილ ღონღაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი დავით ელგანდაშვილი და სხვა განთქმული ზოგადი ქირურგები.
  2. კარდიოქირურგია - არის ქირურგიული დისციპლინა, რომელიც ეფუძნება საბაზისო ცოდნას (ანატომია, ფიზიოლოგია, მეტაბოლიზმი, იმუნოლოგია, ნუტრიციოლოგია, პათოლოგია, ჭრილობის მართვა, შოკი და რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია, ონკოლოგია) და აწარმოებს გულისა და გულმკერდის ღრუში არსებული ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკას, შეფასებას და მკურნალობას. სამედიცინო პორტალზე გაწევრიანებულნი არიან: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მიხეილ მეტრეველი, და სხვა განთქმული კარდიოქირურგები.
  3. ნეიროქირურგიაკლინიკური დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ნერვულ დაავადებებს, რომლებსაც ძირითადად ქირურგიული მეთოდებით მკურნალობენ. თანამედროვე ნევროლოგია ნეიროქირურგიის თეორიული საფუძველია. ნეიროქირურგია მოიცავს ნეიროონკოლოგიას, ნეიროტრავმატოლოგიას, ნეიროანგიოლოგიას, სტეორეოტაქსიულ ქირურგიას, თანდაყოლილი მანკების ქირურგიას, ეპილეფსიის და ძლიერი ტკივილის ქირურგიას და სხვა. სამედიცინო პორტალზე გაწევრიანებულნი არიან: მედიცინის დოქტორი გოჩა ჩუტკერაშვილი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ჭელიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მირზა ხინიკაძე და სხვა განთქმული ნეიროქირურგები.