მოგონებები ეტენის ბაღზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოგონებები ეტენის ბაღზე
Memory of the Garden at Etten (Ladies of Arles)
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1888
კატალოგი F496 და JH1630
ტიპი ზეთის საღებავები, ტილო
სიმაღლე 73.5
სიგანე 92.5
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
მუზეუმი ერმიტაჟის მუზეუმში.

მოგონებები ეტენის ბაღზენიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, რომელმაც ის საკუთარი ოთახის გასაფორმებლად დახატა 1888 წლის ნოემბერში, ზეთის საღებავებით ტილოზე. ნამუშევარი ინახება ერმიტაჟის მუზეუმში.

ნახატზე გამოსახულია ვინსენტის მამის, თეოდორუს ვან გოგის, სახლის წინ მდებარე ბაღი, რომელიც 1875 წელს მღვდლად ეკურთხა. მხატვარმა ცხოვრების გარკვეული დრო სწორედ ამ სახლში გაატარა, აღსანიშნავია შუალიდი 1881 წლის აღდგომიდან ქრისტეს შობამდე, როდესაც ვინსენტი თავის ძმასთან, თეო ვან გოგთან დაბრუნდა და საბოლოოდ გადაწყვიტა ფერწერა გაეგრძელებინა. ეტენში გატარებული ეს პერიოდი წარმოადგენს მისი ათწლიანი შემოქმედების დასაწყისს. ის ბავშვობიდან ხატავდა და შეყვანილია ბრიუსელის დამწყებთა კლასში, სადაც ის შეხვდა მხატვარ ანტონ ვან რაპარდს, რის შემდეგაც საქმეს მთელი სერიოზულობით შეუდგა. მან სწრაფად განავითარა პეიზაჟების ხატვის ტექნიკა თუმცა კვლავ ბევრი უზუსტობა იყო მის მიერ დახატულ ფიგურებში, რომლის გამოსწორებაზეც ბეჯითად მუშაობდა შარლ ბარგის კურსებზე. მას შემდეგ იწყება მხატვრის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი პერიოდი, რომლის გარკვეული ნაწილიც სწორედ ეტენში გაატარა.

ნახატზე გამოსახულია ვინსენტის მამის, თეოდორუს ვან გოგის, სახლის წინ მდებარე ბაღი, რომელიც 1875 წელს მღვდლად ეკურთხა. მხატვარმა ცხოვრების გარკვეული დრო სწორედ ამ სახლში გაატარა, აღსანიშნავია შუალიდი 1881 წლის აღდგომიდან ქრისტეს შობამდე, როცა ვინსენტი თავის ძმასთან, თეო ვან გოგთან დაბრუნდა და საბოლოოდ გადაწყვიტა ფერწერა გაეგრძელებინა. ეტენში გატარებული ეს პერიოდი წარმოადგენს მისი ათწლიანი შემოქმედების დასაწყისს. ის ბავშვობიდან ხატავდა და შეყვანილია ბრიუსელის დამწყებთა კლასში, სადაც ის შეხვდა მხატვარ ანტონ ვან რაპარდს, რის შემდეგაც საქმეს მთელი სერიოზულობით შეუდგა. მან სწრაფად განავითარა პეიზაჟების ხატვის ტექნიკა თუმცა კვლავ ბევრი უზუსტობა იყო მის მიერ დახატულ ფიგურებში, რომლის გამოსწორებაზეც ბეჯითად მუშაობდა შარლ ბარგის კურსებზე. მას შემდეგ იწყება მხატვრის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი პერიოდი, რომლის გარკვეული ნაწილიც სწორედ ეტენში გაატარა.

ვინსენტ ვან გოგმა ნახატი პოლ გოგენთან ერთად შეასრულა მანერით, რომელიც ახლოსაა კლუაზონიზმთან და გარკვეულწილად შესამშნევია მსგავსება გოგენის ნახატთან რომლის სახელიც იგივეა - „მოგონებები ეტენის ბაღზე“ [1]. ვინსენტი ნახატს თეოსადმი მიწერილ წერილებში ორჯერ იხსენიებს, ხოლო დის ვილემინა ვან გოგისადმი მიწერილ წერილში ამბობს რომ ნახატზე გამოსახულია თავად ვილემინა და მათი დედა.

გამოფენების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1908 პარიზი, 30
  • 1926 მოსკოვი
  • 1956 მოსკოვი, ლენინგრადი, p II
  • 1960 პარიზი, 49

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]