ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე
Nuit étoilée sur le Rhône
Starry Night Over the Rhone.jpg
ვინსენტ ვან გოგი, 1888
ზეთი ტილოზე
72,5 × 92 სმ
ორსეის მუზეუმი, საფრანგეთის დროშა პარიზი

„ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე“ (ფრანგ. Nuit étoilée sur le Rhône) — პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთი ნახატი, რომელიც ქალაქ არლს გამოსახავს; ამჯერად — ღამით. ინახება ორსეის მუზეუმში, პარიზში. ნახატი გამოსახავს ფეხით ორი წუთის სავალ ადგილს ყვითელი სახლიდან, ლამარტენის მოედანზე, რომელსაც ვან გოგი გარკვეული პერიოდი ქირაობდა. ღამის დრო , ვარსკვლავური სინათლის ეფექტები და ფარნების სინათლე ამ ნახატს მხატვრის სხვა შემოქმედებებთან ანათესავებს — „კაფეს ტერასა საღამოს“-თან (ნახატ „ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე“ ერთი თვით ადრე დახატული) და უფრო გვიანდელ „ვარსკვლავებიან ღამე“-სთან.

ნახატის ისტორია[რედაქტირება]

ნახატის მონახაზი ვან გოგმა თავის მეგობარს ეჟენ ბოშს 1888 წლის 2 ოქტომბერს წერილთან ერთად გაუგზავნა[1].

ტილო პირველად 1889 წელს იქნა გამოფენილი დამოიკუდებელი მხატვრების სალონის გამოფენაზე პარიზში, ნახატ „ზამბახებთან“ ერთად. უკანასკნელის გამოფენას აძალებდა თეო, ვან გოგის ძმა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Boime, Albert: Vincent van Gogh: Starry Night. A history of matter, a matter of history
  • Dorn, Roland: Décoration: Vincent van Gogh's Werkreihe für das Gelbe Haus in Arles, Georg Olms Verlag, Hildesheim, Zürich & New York 1990

სქოლიო[რედაქტირება]