მკვლელი ტალღები
მკვლელი ტალღები (ინგლ. Rogue wave) — რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლის გიგანტური მარტოხელა ტალღები. წარმოიქმნება ოკეანეში და ახასიათებს ზღვის ტალღებისნაირად მსგავსი ხასიათი.
მკვლელი-ტალღების ფენომენი იმაში მდგომარეობს, რომ მათ ანომალიურად დიდი აბსოლუტური სიმაღლეები ახასიაათებთ და მათი გაჩენა მიმდინარეობს მოულოდნელად.
ცუნამისგან განსხვავებით, რომელიც მიწისქვეშა მიწისძვრებისაგან იქმნება, მკვლელი-ტალღების წარმოქმნა არ არის დაკავშირებული გეოლოგიურ-გეოფიზიკურ მოვლენებთან, არამედ მკვლელი-ტალღების წარმოქმნა დაკავშირებულია სუსტ ქარებთანაც კი, ან ოკეანის სუსტ ღელვასთნ, რასაც საბოლოოდ უდიდესი ბუნებრივი პროცესები მოყვება.
გარკვეული დროის განმავლობაში ბუნების აღნიშნული ფენომენი გამოგონილ მოვლენად მიიჩნეოდა. თუმცა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, წარმოებდა მსოფლიო ოკეანის ზედაპირის მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა რადარული თანამგზავრების ERS-1 და ERS-2-ის მეშვეობით (ევროპული კოსმოსური სააგენტო, ЕSА), რამაც გამოავლინა მკვლელი-ტალღების ფენომენი და ასე თუ ისე ახსნა მისი ბუნება.
მკვლელი-ტალღები დიდი ხნის მოვლენაა. მან არაერთხელ იმსხვერპლა მსხვილი ლაინერები, გემები და სხვ. ნამდვილი მკვლელი-ტალღები აყენებენ დიდ ზიანს საზღვაო კონსტრუქციებსაც.
მკვლელი-ტალღების სიმაღლე დაახლოებით 20-30 მ განისაზღვრება.