მკვდართავა (პეპელა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მკვდართავა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Acherontia (Manduca) atropos | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
მკვდართავა (Acherontia (Manduca) atropos), პეპელა სფინქსისებრთა ოჯახისა. სხეული 6 სმ-მდე სიგრძისაა, ფრთების შლილი 13 სმ-მდე. მუქ მურა. ზურგზე ქალას მსგავსი ნახატი აქვს (აქედან სახელწოდება). გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, წინა აზიაში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიაში. დასავლეთ საქართველოში მკვდართავა აზიანებს ბატატს, აფხაზეთში — კარტოფილს. მკვდართავას პეპელა ზოგჯერ სკაში შედის და თაფლით იკვებება. მუხლუხოები (15 სმ-მდე სიგრძისა) იკვებებიან უმთავრესად ძაღლყურძენასებრთა (მ. შ. კარტოფილის) ფოთლებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 7, გვ. 49, თბ., 1984
სტატიის