მიხეილ მოსტკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ მოსტკოვი (დ. 28 მაისი, 1900, აბაშა — გ. 18 მარტი, 1956, თბილისი) — ქართველი საბჭოთა ჰიდროტექნიკოსი და ჰიდროენერგეტიკოსი, პროფესორი (1937), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1939), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1922 წელს. მუშაობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს საპროექტო დაწესებულებებში. 1955-1956 წლებში იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მაღალი კაშხალების კომისიის თავმჯდომარე; 1937-1956 წლებში „თნჰისკის“ და 1941-1956 წლებში „თბილჰიდეპის“ მუდმივი კონსულტანტი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]