მიხეილ ლავროვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ლავროვსკი
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1942 (1942-11-15) (81 წლის)
თბილისი
საქმიანობა ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი
ორგანიზაცია დიდი თეატრი

მიხეილ ლავროვსკი (დ. 15 ნოემბერი, 1942, თბილისი) — ქართველი ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1976).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი.

იყო მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი 1961 წლიდან, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი 1982–1984 წლებში. ეკუთვნის ქართული დადგმები: დავით თორაძე, ტელეფილმი სიმფონია–ბალეტი „მწირი“, დამდგმელი ქორეოგრაფი და მთავარი პარტიის შემსრულებელი (1977), პრემიერა გაიმართა სსრკ ცენტრალურ ტელევიზიაში. ჯორჯ გერშვინი–მიხეილ ოძელი „პორგი და ბესი“ (1984). სხვა რეპერტუარი: გრაფი ალბერტი, პრინცი ზიგფრიდი, მაკნატუნა, რომეო, ფრონდოსო, ბაზილი, დომ კიხოტი, ბაიადერა, სპარტაკი, მაჯნუნი, ვლადიმირი. იგი იყო ბალეტის ცნობილი მოცეკვავეების ლეონიდ ლავროვსკისა და ელენე ჩიკვაიძის ვაჟიშვილი და მოწაფე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 276

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]