მისტრალის კლასის სადესანტო ხომალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მისტრალი (ფრანგ. Mistral) — საფრანგეთის საზღვაო ფლოტის სადესანტო ხომალდი, ვერტმფრენმზიდი. გემს შეუძლია შეასრულოს ოთხი სხვადასხვა ფუნქცია: სახმელეთო ჯარების დესანტირება, ვერტმფრენების მიღება და ასევე შეიძლება მისი გამოყენება საკომანდო ხომალდად და მცურავ საავადმყოფოდ. შეიძლება ერთდროულად განთავსდეს 450 ჯარისკაცი და 16 ვერტმფრენი. მათთვის, აქვს უზარმაზარი ანგარი 1800 კვ² ფართობით. საფრანგეთის საზღვაო ფლოტს ორი ამ კლასის გემი, "Mistral" (დ. Mistral L9013) და "Tonnerre" (დ. Tonnerre L9014) ჰყავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Щербаков В. Французский «ветер» доплыл до России // Оружие. — 2010. — № 2. — С. 52-63.