მინდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მინდონი (ბირმ. မင်းတုန်းမင်း; დ. 8 ივლისი, 1808, ამარაპურა, ბირმა — გ. 1 ოქტომბერი, 1878, მანდალაი, ბირმა) — ბირმის გამგებელი (1853-1878) კონბაუნების დინასტიიდან. სახელმწიფოს ცენტრალიზაციის გაძლიერებისა და მსხვილი ფეოდალების ძალაუფლების დასუსტების მიზნით 50-60-იან წლებში გაატარა მთელი რიგი რეფორმები. მინდონი შეეცადა ურთიერთობები დაემყარებინა რუსეთთან და აშშ-თან. მინდონი ხელს უწყობდა მრეწველობისა და ვაჭრობის, ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარებას. 1857 წელს დააარსა ქალაქი მანდალაი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]