მთქნარება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთქნარება — რეფლექსი, რომელიც აღიძვრება დაღლილობისას, ადამიანის დახუთულ და გაბოლილ ოთახში ყოფნისას, გულის მუშაობის გაუარესებისას, კუნთების აქტივობის (დატვირთვის) შემცირებისას, ძილღვიძილისას. გამოიხატება ღრმა და ხანგრძლივი ჩასუნთქვით, შემდგომ კი შედარებით სწრაფი ამოსუნთქვით და ამ პროცესში პირის ფართოდ დაღებით (თანამდევი სპეციფიური ხმის გამოცემით).

მთქნარება საშუალებას გვაძლევს მოვიხსნათ დაღლილობა, ფსიქიური დატვირთვა, განვაახლოთ ჰაერი ფილტვებში. მთქნარება ხშირად მიბაძვითი ქმედებაა. ხანგრძლივი მთქნარება შესაძლოა იყოს ტვინში ჟანგბადის უკმარისობის და სხვა ავადმყოფური მდგომარეობის ნიშანი, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.

სუნთქვის დროებითი შეკავება, მეორე მხრივ განაპირობებს ორგანიზმის აქტივობის გაძლიერებას ჟანგბადის ათვისების მხრივ (მთქნარების შემდგომ პერიოდში). სუნთქვის ხელოვნური შეკავება და სუნთქვის რეგულირება, როგორც მეთოდი, რომელსაც ძირითად ნაწილში მიმართავს იოგა ლოგიკურად უკავშირდება ადამიანის ამ თანდაყოლილ, ბუნებრივ თვისებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]