მთავარანგელოზის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთავარანგელოზის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
უბანი ავლაბარი
წინა სახელები მაქსიმილიან რობესპიერის ქუჩა

მთავარანგელოზის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ირაკლი ფაღავას ქუჩიდან იუსტინე აბულაძის ქუჩამდე.

წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ქუჩის ბოლოში იდგა 1805 წელს აგებული მთავარანგელოზის ეკლესია (ამჟამად აღარ არსებობს). თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მთავარანგელოზის ქუჩა. 1923 წელს მაქსიმილიან რობესპიერის სახელი დაერქვა. 1990 წლიდან ისევ მთავარანგელოზის ქუჩაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]